ავსტრალიური სამზარეულო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტიპური ავსტრალიური ხორცის ღვეზელი ტომატის სოუსით

ავსტრალიური სამზარეულო მოიცავს ავსტრალიისა და მისი მოსახლეობის საკვებს და სამზარეულო პრაქტიკას. ავსტრალია მიგრაციის ერთ- ერთ უმსხვილეს ცენტრს წარმოადგენს, რითაც განპირობებულია ავსტრალიურ კერძებში სხვა ქვეყნის სამზარეულოების კომპონენტების შეტანა. ავსტრალიური კერძები შეიცავს სხვადასხვა სამზარეულოების ვარიაციებს, როგორებიცაა ბრიტანული, ევროპული, აზიური და ახლო აღმოსავლეთის ელემენტები.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ავსტრალიური ძველი სამზარეულო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ავტრალიურ ტყეებში ადგილობრივი მოსახლეობა ფლორასა და ფაუნასთან ჰარმონიაში დაახლოებით 60 000 წლის განმავლობაში ცხოვრობდა. [1] აბორიგენი ავსტრალიელები ადგილობრივი ფლორისა და ფაუნის 5 000 წარმომადგენლით იკვებებოდნენ. [1] ფართოდ გავრცელებული იყო კენგურუებზე ნადირობაც. საკვებს წარმოადგენდა სხვადასხვა ჯიშის გველები და ხვლიკები.[2] გამოიყენებოდა ტყის კენკრა, თხილი და კაკალი, ასევე გარეული თაფლი. თევზზე ნადირობის ტექნოლოგიები მოიცავდა შუბებს, კაუჭებსა და ხაფანგებს.

იტალიელი მიგრანტების მიერ შექმნილი რესტორნები და კაფეები ლიგონის ქუჩაზე, მელბურნში

თანამედროვე ავსტრალიური სამზარეულოს ჩამოყალიბება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კოლონიალიზმის პერიოდის დროს ბრიტანელმა კოლონიზატორებმა ავსტრალიაში, ქალაქ სიდნეის პორტში ფეხი პირველად 1788 წელს დადგეს. [2] ბრიტანელებმა ავსტრალიაში თავდაპირველად ბატებით, მტრედებითა და თევზით კვება დაიწყეს, მაგრამ მათ ძალიან გაუჭირდათ ადგილობრივ ფაუნასთან შეგუება.

გარკვეული სირთულეების შემდეგ, ავსტრალიის სოფლის მეურნეობა ადგილობრივი ბაზრებისთვის მთავარ მომმარაგებლად ჩამოყალიბდა. ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე გავრცელდა მეცხვარეობა და მესაქონლეობა. მნიშვნელოვანი გახდა ხორბლისა და სხვა მარცვლოვანი კულტურების მოყვანაც. შაქრის ლერწამი მოჰყავთ ქუინზლენდსა და ახალ სამხრეთ უელსში. მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე გავრცელებულია ხილ- ბოსტნეულობა. [3] დღეს ავსტრალიაში 85 681-ზე მეტი მეურნეობის ბიზნესია, რომელთა 99 პროცენტს ადგილობრივი მესაკუთრე ჰყავს.

ქათმის პარმიაგანა, ბარების პოპულარული კერძი

ხორცეულობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ავსტრალიელი მოსახლეობის უმეტესობა საკვებად ქათმის ხორცს მოიხმარს. თითოეული ავსტრალიელი მთელი წლის განმავლობაში დაახლოებით 47 კილოგრამ ქათმის ხორცს მიირთმევს. [3]

ავსტრალიაში ძალიან პოპულარულია ცხვარიც. ქვეყნის ტერიტორიაზე ყველაზე მეტად მიირთმევენ ფეხებისა და მხრების შემწვარი ნაწილებს. ეს ინგრედიენტი ასევე ძალიან გავრცელებულია ადგილობრივ ქაბაბში, რომლებიც ბერძენმა და თურქმა მიგრანტებმა ჩაიტანეს ქვეყნის ტერიტორიაზე 1960- 1970- იან წლებში.

თევზი ფრისთან ერთად.

თევზი და ზღვის პროდუქტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ავსტრალიაში თევზსა და ზღვის პროდუქტებზე მოთხოვნა დროთა განმავლობაშ იზრდება. ამის მიუხედავად მას მაინც ფრინველისა და საქონლის ხორცი მკვეთრად უსწრებს. ავსტრალიის სამზარეულოში გავრცელებულია ავსტრალიური ზღვის პროდუქტები, როგორებიცაა: სამხრეთის ცისფერი თინუსი და ტალახის კიბორჩხალა.

თევზი ფრისთან (ჩიფსებთან) ერთად დიდ ბრიტანეთში წარმოიშვა და კოლონიალური პერიოდის გამო ავსტრალიაშიც ძალიან პოპულარული გახდა. [4] საკვები მოიცავს კარგად შემწვარ თევზს და ერთ ზომაზე დაჭრილ, ზეთში შემწვარ კარტოფილის ჩხირებს.

სასმელები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩაი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩაი ყველაზე პოპულარული ცხელი სასმელი იყო ავსტრალიაში მთელი თავისი ისტორიის მანძილზე, ბრიტანელების დასახლებიდან, თუმცა ყველაზე მეტად პოპულარული ეს სასმელი 1990 -იანი წლებიდან გახდა. [4] დაარქივებული 2020-06-26 საიტზე Wayback Machine.

ესპრესოს ბარი მელბურნში, რომელიც 1954 წელს გაიხსნა

ჩაი და ორცხობილა ან ახლად გამომცხვარი ფუნთუშები ძალიან პოპულარულია. მათ მეტწილად საღამოობით, ოჯახებთან ან მეგობრებთან ერთად მიირთმევენ.

ყავა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დღევანდელ ავსტრალიაში ყავა ყველაზე პოპულარული სასმელია. ყავის ინდუსტრია კაფეების გახსნის შემდეგ, მეოცე საუკუნის ადრეულ წლებში გაიზარდა. 1910 წლის სიდნეისა და მელბურნის საკულტო ბერძნული კაფეები პირველი კაფეები იყვნენ ავსტრალიაში, რომლებმაც ქვეყანაში განსხვავებული სტილის ყავის წარმოება დაიწყეს.

1952 წელს ავსტრალიაში პირველი ესპრესოს აპარატების გამოჩენა დაიწყო და მელბურნსა და სიდნეიში უამრავი იტალიური ყავის სახლები გაჩნდა.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]