ავრორას ძეგლი (კრასნოდარი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ავრორას ძეგლი
Памятник Аврора
Статуя Авроры у здания кинотеатра.jpg
კოორდინატები 45°03′28″N 38°58′55″E / 45.057711° ჩ. გ. 38.981918° ა. გ. / 45.057711; 38.981918
მდებარეობა კრასნოდარი
არქიტექტორი ე. ლაშუკი
მოქანდაკე ი. შმაგუნი
თარიღდება 1967
რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 2300183000

ავრორას ძეგლი (რუს. Памятник Аврора) — ავრორას ძეგლი ქალაქ კრასნოდარში, არის რწმენისა და ქვეყნის ნათელი მომავლის სიმბოლო.

ძეგლი მდებარეობს მისამართზე: ქალაქი კრასნოდარი, წითელი ქუჩა, 169.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კრასნოდარში მდებარე ავრორას ძეგლი მდებარეობს ამავე სახელწოდების კინოთეატრის სიახლოვეს. ადრე ამ ადგილზე მდებარეობდა ძველი ყორღანი. ქანდაკება გაიხსნა 1967 წელს, დაამზადეს კრასნოდარის მხატვარ-შემოქმედებითმა გაერთიანებამ, საბჭოთა ხელისუფლების დამყარების 50-ე წლისთავთან დაკავშირებით. ქანდაკება შეასრულა მოქანდაკე ივან შმაგუნმა, არქიტექტორმა ევგენი ლაშუკომ, მოქანდაკე ა. მოროვმა. კომპლექსის პროექტის ავტორია სოჭელი არქიტექტორი ე. სერდიუკოვი.

საბჭოთა ხელისუფლების პერიოდში ძეგლის კვარცხლბეკზე იყო დღემდე შემოუნახავი წარწერა: „ხელისუფლება - საბჭოებს, მშვიდობა - ხალხს“. ძეგლის საზეიმო გახსნა გაიმართა 1967 წლის 7 მაისს.

ძეგლი წარმოადგენს საბჭოთა კავშირის წითელი არმიის მებრძოლ გოგონას, რომელიც შინელშია გამოწყობილი, წელზე ქამრით და შაშხანით, მაღლა აწეულ მარცხენა ხელში ავრორას უჭირავს ვარსკვლავი, რომელიც ითვლება რწმენისა და ქვეყნის ნათელი მომავლის სიმბოლოდ. გოგონას თმები ქარის მიმართულებითაა გაშლლილი. ძეგლის ახლოს ააშენეს შადრევანი.

სამხარეო აღმასრულებელი კომიტეტის 1975 წლის № 63В ბრძანების შესაბამისად ქანდაკება შეიტანეს ხელოვნების ძეგლების სიაში.

ტექნიკური მონაცემები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალუმინისაგან დამზადებული ავრორას ძეგლის საერთო სიმაღლე შეადგენს 14 მეტრს, ხოლო კვარცხლბეკთან ერთად მისი საერთო სიმაღლეა - 16,8 მეტრი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]