ავრელი აქოლისი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ავრელი აქოლისი — IV საუკუნის მცხეთელი ხუროთმოძღვარი და მხატვართუხუცესი. მოხსენიებულია სამთავროს მონასტრის სამაროვანზე ნაპოვნ (1939 წ.) ბერძნულ ეპიტაფიასა და ასევე ანტიოქიის ტაძრის რესტავრაციისას აღმოჩენილი (1997 წ.) ფილის ბერძნულ წარწერაზე. ტერმინ „მხატვართუხუცესის“ (ბერძნ. არქიზოგრაფოსი) არსებობა იმდროინდელი საქართველოს მხატვრული და ხუროთმოძღვრული კულტურის მაღალ დონეს მოწმობს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]