ავიამოდელიზმი

ავიამოდელიზმი, ავიამოდელირება — საფრენ აპარატთა მოდელების კონსტრუირება და აგება ტექნიკური ან სპორტული მიზნით.
ტექნიკური ავიამოდელიზმის მიზანია საფრენი აპარატების შესაქმნელად საჭირო სამეცნიერო-ტექნიკური ექსპერიმენტის უმნიშვნელოვანეს ამოცანათა გადაწყვეტა თანამედროვე საფრენ აპარატთა აგება შეუძლებელია მათი მოდელების აეროდინამიკურ მილში გამოუცდელად.
სპორტული ავიამოდელიზმი სპორტის ერთ-ერთი მასობრივ-ტექნიკური სახეა. სსრკ-ში ავიამოდელიზმის პირველი წრეები ჩამოყალიბდა 1923 წელს მოსკოვში, ლენინგრადში, თბილისში, ორენბურგსა და სხვა ქალაქებში.
მომდევნო წლებში მრავალი ქალაქისა და სოფლის პიონერთა სახლებში, სკოლებში, ნორჩ ტექნიკოსთა სადგურებსა და აეროკლუბებში შეიქმნა ავიამოდელიზმის წრეები, სექციები, კაბინეტები და ლაბორატორიები. ავიამოდელისტთა პირველი შეჯიბრება გაიმართა საფრანგეთში 1905 წელს, რუსეთში — 1910 წელს. 1926 წლიდან ავიამოდელისტთა საკავშირო შეჯიბრება ყოველწლიურად ტარდება. 1936 წლიდან სსრკ-ის ავიამოდელიზმის ცენტრალური სპორტული კლუბი ავიაციის საერთაშორისო ფედერაციის (ფაი) წევრია.
მიღებულია ორი სახის სპორტული ავიამოდელები სპორტულ შეჯიბრებათა მოდელები და სარეკორდო მოდელები. ფრენის ხასიათის მიხედვით ორივე სახე შეიცავს მოდელების სამ კატეგორიას: ა) თავისუფლად მფრინავი მოდელები (პლანერი, რეზინისძრავიანი და ტაიმერული დგუშისძრავიანი თვითმფრინავები შვეულმფრენი, მფრინავი ფრთა, ოთახში საფ რენი და ექსპერიმენტული მოდელები); ბ) კორდული მოდელები (ჩქარული, სარბოლი, საპი ლოტაჟო, საჰაერო ბრძოლისა, თვითმფრინავის კოპიო-მოდელი); გ) რადიო სამართი მოდელები (თვითმფრინავის რადიომოდელი, პლანერის რადიომოდელი).
სსრკ-ში ავიასამოდელო სპორტს ხელმძღვანელობდა არმიის ავიაციისა და ფლოტის ხელშემწყობი საკავშირო ნებაყოფლობითი საზოგადოება (დოსააფ) და სსრკ-ის ავიასამოდელო სპორტის ფედერაცია. დოსააფი 1950 წლიდან გამოსცემდა ჟურნალ «Крыля Родины», 1966 წლიდან სამეცნიერო ტექნიკური ჟურნალი «Моделист-конструктор».
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 124.
- „მეთოდური სახელმძღვანელო ავია სამოდელო დარგში“, დამუშ. ბ. კრასლავსკის ხელმძღვ., თბ., 1954;
- ქვლივიძე გ., „მექანიკურძრავიანი ავიამოდელი და მისი აგება“, თბ., 1955;
- Ермаков А. М., «Авиамодельный спорт», М., 1969.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ავიამოდელიზმი. უცხო სიტყვათა ლექსიკონი. სპებ.
- ავიამოდელიზმი. გალერეა. ავიაციის ეროვნული ფედერაცია.[მკვდარი ბმული]