ადოლფ გოტლიბი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ადოლფ გოტლიბი (Adolph Gottlieb; 14 მარტი, 1903 - 4 მარტი, 1974) — ამერიკელი აბსტრაქტული ექსპრესიონისტი მხატვარი, მოქანდაკე.

დაიბადა ნიუ-იორკში. 1920-21 წლებში ნიუ-იორკის ხელოვნების სტუდენტთა ლიგაში სწავლობდა, რის შემდეგაც საფრანგეთსა და გერმანიაში მოგზაურობს ერთი წლით. შემდეგ პარიზის გრანდ შუმიერის აკადემიაში სწავლობს. 1930-იან წლებში მასწავლებლად მუშაობს. 1940-იან წლებში მეგობრებთან ერთად აბსტრაქტული ექსპრესიონიზმის თანადამფუძნებელი ხდება.