შინაარსზე გადასვლა

ადმინისტრაციული გადაცდომა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ადმინისტრაციული გადაცდომა — მართლსაწინააღმდეგო ბრალეული მოქმედება (ან უმოქმედობა), რომელიც არღვევს სათანადო სახელმწიფო ორგანოების მიერ დადგენილ საყოველთაოდ სავალდებულო წესებს და იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას. ადმინისტრაციული გადაცდომა ნაკლებ საზოგადოებრივ საშიშროებას შეიცავს, ვიდრე დანაშაული. ადმინისტრაციული გადაცდომის ჩამდენის მიმართ ადმინისტრაციული სახდელის მაგივრად შეიძლება გამოიყენონ საზოგადოების ზემოქმედების ღონისძიება.