აგუდა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
აგუდა

აგუდა (დ. 1068 — გ. 1123) — ჩინეთში ჯურჯენთა სახელმწიფოსძინის იმპერიის დამაარსებელი და პირველი იმპერატორი 1115-1123 წლებში. 1113 წელს გახდა ჯურჯენთა ერთ-ერთი გვარის — ვანიანის წინამძღოლი. ვანიანები კიდანების მოხარკენი იყვნენ. აგუდამ გააერთიანა ჯურჯენები. 1114 წელს გაილაშქრა კიდანების წინააღმდეგ და აიღო მათი სიმაგრეები მანჯურიაში. 1115 წელს თავი გამოაცხადა იმპერატორად და დინასტიას უწოდა ძინი (ოქროსი). 1116 წელს დაიმორჩილა მთელი მანჯურია, ხოლო 1123 წელს ჩრდილოეთ ჩინეთში დაიპყრო კიდანების იმპერიის — ლიაოს ტერიტორია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]