აგნატები (რომი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

აგნატები (ლათ. agnatus — მამით ნათესავი) — რომის სამართალში ოჯახის ყველა თავისუფალი წევრი, მამის მხრივ ერთი წინაპრის ჩამომავალნი და ისინიც, ვინც ქორწინების ან შვილად აყვანის შედეგად შეემატნენ ოჯახს (ცოლი, ვაჟიშვილები და შვილიშვილები ცოლებითურთ, გაუთხოვარი ქალიშვილები და შვილიშვილები). აგნატები ემორჩილებოდნენ ოჯახის უფროსს (ლათ. familia). თორმეტი ტაბულის კანონების მიხედვით, გარდაცვლილთა ქონება აგნატებს რჩებოდათ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]