აგლუტინატი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

აგლუტინატი (ლათ. agglutino) — მკვრივ მასად შეცხობილი აგურისფერი პიროკლასტური მასალა (ვულკანური ყუმბარები, წიდა, ლაპილები, ფერფლი). შედგენილობით ან ბაზალტურია ან ანდეზიტ-ბაზალტური. ავსებს ვულკანის ყელს და წიდური კონუსების შიგა ნაწილებს. ზედაპირზე გამოჩნდება ვულკანური კონუსის დანგრევის შემდეგ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]