აგანის ესპანური ხიდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
აგანის ესპანური ხიდი

აგანის ესპანური ხიდი (ინგლ. Agana Spanish Bridge) — ქვის თაღოვანი ხიდი გუამის ქალაქ ჰაგატნაში. აგებულია 1800 წელს ესპანეთის გუბერნატორ მანუელ მუროს ადმინისტრაციის დროს. ეს ერთადერთი შემორჩენილი ესპანური ხიდია აშშ-ის გუამის ტერიტორიის დედაქალაქ ჰაგატნაში. აგრეთვე ცნობილი როგორც Sagon I Tolai Acho, მდებარეობს ასპენალის ქუჩის სამხრეთ-დასავლეთ კუთხეში და 1974 წლიდან შეტანილია აშშ-ის ისტორიული ადგილების ეროვნულ რეესტრში[1][2].

თავდაპირველად ის აგებული იყო მდინარე ჰაგატნაზე, რომელსაც შემდეგ კალაპოტი შეუცვალეს. მეორე მსოფლიო ომში გუამის ბრძოლის დროს დაბომბვისას ხიდი მნიშვნელოვნად დაზიანდა. მდინარე ჰაგატნა სხვა მიმართულებით გადაისროლეს, ხოლო მოგვიანებით ამ ადგილას პარკი გაშენდა და 1966 წელს ხიდი კვლავ აღდგა. რეკონსტრუქციის დროს მთლიანად შეიცვალა ხიდის ზოგიერთი ნაწილი. სწორკუთხოვანმა ცემენტის საგუბარმა მდინარის ყოფილი კალაპოტი შეცვალა[2].

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. "National Register Information System". National Register of Historic Places. National Park Service.
  2. 2.0 2.1 David T. Lotz (January 8, 1974). "National Register of Historic Places Inventory/Nomination: Agana Spanish Bridge / Sagon I Tolai Acho" and National Park Service. and accompanying photo from 1973