აბჰიჯნა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბუდა, რომელიც მართავს ცეცხლისა და წყლის ელემენტებს. განდჰარა, ახ. წ. III ს.

აბჰიჯნა (სანს. अभिज्ञा, „ზებუნებრივი ცოდნა“) — ბუდისტურ ფილოსოფიაში ზებუნებრივი უნარები, რომელიც მიიღწევა მედიტირებისა და სიბრძნის შეძენის გზით. მათ მიეკუთვნება: (1) ნებისმიერ მანძილზე გადაადგილების ან ნებისმიერი სასურველი ფორმის მიღების, (2) ყველაფრის დანახვის და (3) მოსმენის, (4) სხვისი აზრების კითხვის და (5) წარსული ცხოვრების შეცნობის შესაძლებლობები. მეექვსე ზებუნებრივი ძალა არის შეურყვნელი ცოდნის გზით მიღწეული თავისუფლება („გასხივოსნება“), რომელიც მხოლოდ ბუდების და არჰატების (წმინდანები) პრეროგატივაა. აბჰინჯა სულიერი პროგრესის გამოხატულებაა, მაგრამ ამ ძალების ფლობით თავის განებრივება დიდი დაბრკოლებაა „გასხივოსნების“ გზაზე.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]