აბსტენციონისტები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

აბსტენციონისტები (ლათ. abstentio — „თავშეკავება“, „უარის თქმა“) — ბოიკოტისტები, საპარლამენტო არჩევნებისათვის ბოიკოტის გამოცხადების მომხრეები. სახელი ეწოდათ 1919-1920 წლებში იტალიის სოციალისტური პარტიის მემარცხენე ფრთის წარმომადგენლებს (ლიდერი ა. ბორდიგა). აბსტენციონისტებმა ამხილეს სოციალისტური პარტიის საპარლამენტო კორუფცია და მოითხოვეს სოციალისტური პარტიიდან რეფორმისტების განდევნა. ამავე დროს მათ არ ესმოდათ მუშაოთა მოძრაობაში ბრძოლის ლეგალური მეთოდების მნიშვნელობა და უარს ამბობდნენ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობაზე. ამგვარი სექტანტურ-იზოლაციური პოლიტიკა საფრთხეს უქმნიდა იტალიის მუშათა მოძრაობას.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]