აბრაამი (პალიცინი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
აბრაამი
1000 A Palitsyn.jpg
დაბ. თარიღი XVI საუკუნე
დაბ. ადგილი იაროსლავლის ოლქი
გარდ. თარიღი 1626
გარდ. ადგილი Solovetsky Monastery
საქმიანობა ისტორიკოსი, მწერალი და პოლიტიკოსი
ენა რუსული ენა
მოქალაქეობა რუსეთის სამეფო

აბრაამი (ჰალიცინი) (რუს. Аве́ркий Ива́нович сын Па́лицын; გ. 13 სექტემბერი, 1626) — რუსი საეკლესიო და პოლიტიკური მოღვაწე, მწერალი.

ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1588 წელს შერისხეს და ბერად აღკვეცეს სოლოვეცკის მონასტერში. ბორის გოდუნოვის მეფობის დროს, 1600 წელს, გადასახლებიდან დააბრუნეს. ვასილ შუისკის გამეფების შემდეგ დანიშნეს სერგის სამების ლავრის კელარად. 1610 წელს მონაწილეობდა ელჩობაში, რომელიც პოლონეთის მეფე სიგიზმუდ III-თან გაემგზავრა რუსეთის ტახტზე უფლისწულ ვლადისლავის მოსაწვევად. 1612 წელს აქტიურად ეხმარებოდა მინინსა და პოჟარსკის პოლონელ ინტერვენტთა წინააღმდეგ ბრძოლაში. 1618 წელს წარმატებით ხელმძღვანელობდა სერგის სამების ლავრის დაცვას პოლონელთა ჯარისაგან. 1619 წელს აიძულეს ისევ სოლოვეცკის მონასტერში დაბრუნებულიყო. იქვე გარდაიცვალა.

ავტორია თხზულებისა „ამბავი სერგის სამების მონასტრის გარემოცვისა...“

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]