აბლარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

აბლარი — ნასოფლარი ახალქალაქის მუნიციპალიტეტში. იგი მოხსენიებულია აბი-ს სახელითაც. XVI ს-ის ბოლოს აბლარში უკვე აღარავინ ცხოვრობს. ამიტომაცაა, რომ დღეისათვის ნასოფლარის კვალი თითქმის წაშლილია. ნასოფლარი მდებარეობს იმავე სახელწოდების მდინარის სათავეში.

აბლარი (აბი), რომელსაც დუბლი მოეპოვება სამცხეში და აბული, ერთი წარმომავლობის სახელები ჩანს.

ნასოფლარში შემორჩენილია დარბაზული ტიპის გაძარცვული, პერანგშემოცლილი და დანგრეული ეკლესია. მიმოფანტულია მრავალი პოსტამენტი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ი. სიხარულიძე, ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, გვ. 30, თბ., 1997 წელი.
  • მ. ბერიძე, ჯავახეთის ძეგლთა მდგომარეობა (სამეცნიერო ექსპედიციის ანგარიში, 1979 წ.). ჯავახეთი. ისტორია და თანამედროვეობა. ახალციხე. 2002 წ. გვ. 335-404.