აბეჩხარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

აბეჩხარი — გამეჩხრებული, დაყამირებული, გაუნოყიერებელი ვენახი.

აბეჩხარში ცუდი ნიადაგური კვების გამო ვაზის ზრდა შეზრუდულია, ყურძნის მოსავალი მცირეა. სიმეჩხრისა და იმის გამო, რომ ვაზს მცირე რაოდენობით აქვს ყლორტები და მტევნები, მცენარეს მზის სხივი უკეთესად ხვდება. ამიტომ, მართალია, ყურძენი ცოტა მოდის, მაგრამ ტკბილი და არომატულია, ღვინო — მაღალხარისხოვანი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]