აბელ მამარდაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

აბელ მამარდაშვილი (დ. 11 დეკემბერი, 1927, ქუთაისი — გ. მაისი, 2008) — ქართველი ექიმი, მეცნიერი. ექიმი-ფსიქიატრი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1958 წელსდაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი.

1958–1961 წლებში იყო სურამის, თბილისის ფსიქიატრიული საავადმყოფოს ექიმი-ორდინატორი. 1961–1964 წლებში კი ფსიქიატრიის ინსტიტუტის უფროსი ლაბორანტი. რესპუბლიკური ფსიქიატრიული კლინიკური საავადმყოფოს ექიმი-ორდინატორი იყო 1964–1969 წლებში. ასევე ფსიქიატრიის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი 1969–1972 წლებში. იყო ნარკოლოგიური, საორგანიზაციო განყოფილებების მეცნიერ–ხელმძღვანელი 1972–1979 წლებში და 1979–1996 წლებში რესპუბლიკური ფსიქიატრიული საავადმყოფოს მთავარი ექიმი. 1996 წლიდან ფსიქიატრიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე გახდა და კლინიკის მთავარი ექიმი. ავტორია 41 სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ეხება ეპილეფსიის, ნარკომანიის, შიზოფრენიის, სასამართლო–ფსიქიატრიული ექსრერტიზის საკითხებს. მათ შორისაა ერთი მონოგრაფია: „უჯრედთა ზოგიერთი თავდაცვითი გამოვლინებანი ეთანოლის მოქმედებით“ (1986). იყო თბილისის სამედიცინო აკადემიის ფსიქიატრიის კათედრის გამგე, საქართველოს სასამართლო–ფსიქიატრიული ექსპერტიზის ხელმძღვანელი. 1975–1986 წლებში იყო თბილისის მთავარი ფსიქიატრი. 1982–1989 წლებში კი რესპუბლიკის მთავარი ნარკოლოგი. მიღებული აქვს საქართველოს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელი 1976 წელს.

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 1998 - ღირსების ორდენი
  • 1986 - ხალხთა მეგობრობის ორდენი
  • 1986 - საქართველოს დამსახურებული ექიმი

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ვებრძოლოთ ლოთობასა და ალკოჰოლიზმს, თბ., 1985, გვ. 24

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში: თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია, თბ., 2000, გვ. 182
  • საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, თბ., 2012, გვ. 348
  • წიგნი ღირსებისა, თბ., 2001, გვ. 357

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]