აბელიანის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Abelia Church 1.jpg
აბელიანის ეკლესიის წარწერა

აბელიანის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ აბელიანში. ეკლესია აგებულია 1250-1259 წლების პერიოდში.

ეკლესიაზე არსებული სამშენებლო წარწერა საშუალებას იძლევა ძეგლი დათარიღდეს 1250-1259 წლებში. მასში მოხსენიებულნი არიან „მეფენი ჩუენნი დავით (ნარინი) და დავით (ულუ), დედოფალი თამარ-ხათუნ და ძენი მათი გიორგი...“ ტექსტის ავტორია მანგლელი მთავარეპისკოპოსი არსენ მშვიდობაიძე.

შენობის ინტერიერი მოპირკეთებულია კარგად თლილი დოლერიტის (ე. წ. ალგეთის ქვა)კვადრებით. კედლებს ეტყობა შელესვისა და ფრესკული ფერწერის კვალი. აღმოსავლეთის და დასავლეთის კედლებზე აქცენტს მხოლოდ სარკმლის მორთულობა ქმნის. კარნიზის პროფილი წრეთარგის, თაროსა და ლილვისაგან შედგება. ეკლესიის სახურავი ორკალთიანია. ეკლესიის სატრიუმფო თაღის ქვედა რეგისტრში საინტერესო დეკორატიული მოტივია გამოყენებული. არქიტრავის ქვის ორივე მხარეს მძლავრი კრონშტეინებია ორნამენტულად შემკული, რომელზედაც სავარაუდოდ სამხრეთის მინაშენის თაღები გადადიოდა. აღდგენილია 2006 წელს.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი რ/ნ 8081