აბევილის კულტურა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

აბევილის კულტურაქვედა პალეოლითის კულტურა, გავრცელებულია ევროპის ტერიტორიაზე. სახელწოდება მიიღო ქ. აბევილისაგან (მდ. სომის ხეობა, საფრანგეთი). მას შემდეგ რაც XX საუკუნის 20-30-იან წლებში დაადგინეს, რომ აქ აღმოჩენილი შრომის იარაღები უფრო დამახასიათებელია ევროპის ქვედა პალეოლითისათვის, ვიდრე ქ. შელთან ნაპოვნი ნივთები, ტრადიციული ტერმინის — „შელის კულტურის“ — ნაცვლად ევროპაში ხშირად იხმარება „აბევილის კულტურა“. საბჭოთა არქეოლოგიურ ლიტერატურაში შემორჩა სახელწოდება „შელის კულტურა“.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]