აბედი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
აბედი ცეცხლის დასანთებად

აბედი — საგანგებოდ დამუშავებული ხის (უმთავრესად წიფლის) სოკო. უძველესი დროიდანვე იყენებდნენ ცეცხლის დასანთებად. აბედის მისაღებად ნაცარცწმენდილში გამოხარშულ სოკოს ნელთბილ ნაცარში ჩაფლავდნენ და გამოშუშების შემდეგ დაბეგვავდნენ. ტალ-კვესის ნაპერწკლით ადვილად ინთება. იწვის უალოდ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]