აბდულა-ბეი ასი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
აბდულა-ბეი ასი
დაბადების თარიღი 1841
შუშა, ელიზავეტპოლის გუბერნია, რუსეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 1874
შუშა, ელიზავეტპოლის გუბერნია, რუსეთის იმპერია
საქმიანობა პოეტი

აბდულა-ბეი ასი (აზერ. Abdulla bəy Asi; 1841—1874) — აზერბაიჯანელი პოეტი. წერდა ფსევდონით ასი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აბდულა-ბეი ალი-ბექ ოღლი ასი (ფულადოვი) 1836 წელს შუშაში დაიბადა. ის არის იბრაჰიმ-ბექ აზერის უმცროსი ძმა, პოეტ გასიმ ბექ ზაქირის შვილიშვილი. ასიმ იცოდა თურქული, სპარსული, იაგატური ენები. ლექსების წერა ამ ენებზე ძალიან ადრეულ ასაკში დაიწყო. კარგად იცნობდა რუსულ მხატვრულ ლიტერატურას. რუსულ ლიტერატურაში ასი ცნობილია, როგორც პოეტთა წრის «ბეიტი-ხამუშან» (მდუმარეთა სახლის) ორგანიზატორი და ბელადი. ეს წრე იმითია ცნობრილი, რომ ორიგინალური მიმოწერითი კონტაქტი ჰქონდა პოეტთა მეორე წრესთან «ბეიტი-საფა»-თან (სიხარულის სახლი), სადაც სარკაზმით უდგებოდნენ სულიერიებისა და ბექის (თავად-აზნაურების) თემატიკის ლექსებს. იმ პერიოდში გავრცელებულმა ყალბმა კლასიკური ლიტერატურის გაზელებმა ასისთან ახალი დატვირთვა, სასულიერო პირების საწინააღმდეგო მიმართების გამოვლინების ფორმა, მიიღეს. პოეტი 1874 წელს გარდაიცვალა.

შექმნა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ახალგაზრდა პოეტი ცნობილ პოეტ სეიდ აზიმ შირვანთან მეგობრობდა. მისი ქმნილებების უმრავლესობა დაკარგულია, მხოლოდ მცირედმა ნაწილმა (გასიდი და მერსიე) მოაღწია დღემდე.

მისი პოეტური ნიმუშები პირველად გამოქვეყნებული იყო კრებული «აზერბაიჯანული ლიტერატურის» მეორე ნაწილში, ფ. კეჩარლის რედაქციით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Анвар Чингизоглы. Поладовы. — Баку: Сой, 2010. — С. 32-39.