აბდონ ინოჩენცი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

აბდონ ინოჩენცითბილისში მოღვაწე იტალიელი მოცეკვავე, ბალეტმაისტერი და პედაგოგი. მილანის საბალეტო სკოლის კურსდამთავრებული.

1882-1884 წლებში ცეკვავდა ტურინისა და რომის თეატრებში, მილანის ,,ლა სკალაში“ 1884-1887 წლებში მოღვაწეობდა კიევში, საიდანაც 1887 წელს თბილისში მოიწვიეს. 1894 წლამდე მუშაობდა თბილისის ,,სახაზინო თეატრში“ ბალეტმაისტერად. 1888-1920 წლებში ასწავლიდა იმხნად თბილისში ახალშემოსულ და ძალზე პოპულარური სამეჯლისო ცეკვებს თბილისის კადეტთა კორპუსში, წმინდა ნინოს კეთილშობილთა სასწავლებელში, აგრეთვე ქალთა და ვაჟთა გიმნაზიებში. 1891 წელს ,,სახაზინო თეატრში შედგა ინოჩენსისა და მისი მეუღლის-მ.პერინის-ბენეფისი. 1895 წელს მათ ჩამოაყალიბეს ,,საბალეტო და სამეჯლისო ცეკვების სტუდია“, რომელმაც 1930 წლამდე იარსება.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ენციკლოპედია თბილისი, თბ, 2002, გვ. 562