ეკატერინე აბაშიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან აბაშიძე, ეკატერინე)
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ აბაშიძე.

ეკატერინე ივანეს ასული აბაშიძე (დ. 1808 — გ. 1885) — იმერეთის მეფე სოლომონ I-ის შვილიშვილის შვილი. იმერეთის აჯანყების გმირის ივანე აბაშიძის ქალიშვილი. როსტომ წერეთლის (1802-1876 წწ.) მეუღლე და აკაკი წერეთლის დედა. ეკატერინე აბაშიძის დედა იყო სიმონ III გურიელის ქალიშვილი ელისაბედი.

იმერეთის აჯანყების დამარცხების შემდეგ ივანე აბაშიძის გადასახლებულ ოჯახს უკან დაბრუნების უფლება ბიძის, მამია V გურიელის შუამდგომლობით მისცეს. 12 წლის ეკატერინე მამია გურიელმა წაიყვანა ოზურგეთში. ეკატერინეს მამიას კარზე მყოფი კათოლიკე მისიონერები ზრდიდნენ. 1828 წელს ის როსტომ წერეთელს მიათხოვეს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • შარაძე გ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 21.
  • ასათიანი ლ., „ცხოვრება აკაკი წერეთლისა“, გამოც. მე-2, თბ., 1965
  • აკ. წერეთელი, „ჩემი თავგადასავალი“, თხზულებანი, ტ. 4, პ. ინგოროყვას რედაქციით, თბ., 1948