გენოფობია: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: '''გენოფობია''' ან '''ცოიტოფობია''' ({{lang-grc|γένος ''genos''}} — სქესი; {{lang-grc2|φόβος}...
(განსხვავება არ არის)

21:53, 20 ივნისი 2018-ის ვერსია

გენოფობია ან ცოიტოფობია (ძვ. ბერძნ. γένος genos — სქესი; φόβος — შიში) — სექსუალური სიახლოვის შიში. ეს სიტყვა ასევე ჩამოყალიბდა ბერძნული არსებითი სახელით phobos და ტერმინით coitus[1], რომელიც გულისხმობს კოპულაციის[2] აქტის , რა დროსაც მამრობითი რეპროდუქციული ორგანო აღწვს ქალის რეპროდუქციულ ტრაქტში. გენოფობიის აღწერისას შეიძლება გამოყენებული იქნას ტერმინი ეროტოფობია , რომელიც გამომდინარეობს ბერძნული ღვთაების სახელიდან ეროსი[3] , რომელიც ბერძნულ მითოლოგიაში არის სიყვარულის ღმერთი.


გამომწვევი მიზეზები

შეიძლება არსებობდეს უამრავი მიზეზი, რასაც მოჰყვება ადამიანებში გენოფოფიის განვითარება , თუმცა ბევრ სხვა მიზეზთაგან მისი გამომწვევი ძირითადი მიზეზია "სექსუალური ხასიათის ძალადობა" ან "გაუპატიურება"[4], რაც მსხვერპლში იწვევს გენოფობიის განვითარებას და გამოიხატება სექსის მიმართ ფსიქიკური და ფიზიოლოგიური შიშით.

სიმპტომები

გენოფობიის სიმპტომებია : პანიკის შეტევა , ტერორის და შიშის შეგრძნება , გულისცემის აჩქარება , ჰაერის უკმარისობა , კანკალი , შფოთვა , ოფლიანობა , ხშირი ტირილი და სხვებისათვის თავის არიდება. [5][6]

იხილეთ აგრეთვე

სქოლიო