ბეჟანა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ბეჟანაქართული აბორიგენული წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში მესხეთიდან.

ბეჟანა მესხურ დიალექტზე მოზაიკურსა და ჭრელს ნიშნავს, რაც ჯიშისათვის დამახასიათებელი თვისებაა.

ბოტანიკური აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზრდასრული ფოთოლი საშუალო ზომისაა, მომრგვალო, სამ-ხუთნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარე დაფარულია თხელ აბლაბუდისებრად. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი მცირე ან საშუალო ზომისაა, ცილინდრული ან ცილინდრულ-კონუსური ფორმის, საშუალო სიკუმსის. მარცვალი საშუალო ან მცირე ზომისაა, მომრგვალო, მუქი-ლურჯი. კანი თხელი და საკმაოდ მკვრივი აქვს, ცვილისებრი ფიფქით ზომიერად დაფარული. რბილობი წვნიანია, გემო — ჰარმონიული.

ბეჟანა საშუალო ზრდა-განვითარებისაა. სავეგეტაციო პერიოდი კვირტის გაშლიდან სრულ სიმწიფემდე 180 დღეა, ხოლო სრულ სიმწიფეში ოქტომბრის ბოლოს შედის. მტევნის საშუალო წონა 160-170 გრამია. საჰექტარო მოსავლიანობა 8.0 ტონაა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 16%-ს, ხოლო მჟავიანობა — 9 გ/ლ-ს.

მიიღება სუფრის წითელი მშრალი ღვინო.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 69-70