ჰიპერბოლა (ენა)
ჰიპერბოლა (ძვ. ბერძნ. ὑπερβολή [hyperbolē] — „გაზვიადება“) — მხატვრული გამოსახვის ხერხი, გამომსახველობის გასაძლიერებლად რაიმეს განზრახ გაზვიადება, რითაც მოვლენის (საგნის, ხასიათის, თვისების) ესა თუ ის მხარე წარმოჩენილია ხაზგასმით. მაგალითად, ამირანს „სადილად ბუღა-კამეჩი, ვახშმად არც ორი ეყოფა“ (ხალხური). „მთვარესა მისთა შუქთაგან უკუნი გარდაჰფენოდა“ (შოთა რუსთაველი). ჰიპერბოლა ხშირად შერწყმულია სხვა ტროპებთან, მაგალითად, გვაქვს ჰიპერბოლური შედარება („...ელვისა მსგავსად შვენოდა“, შოთა რუსთაველი), ჰიპერბოლა-მეტაფორა („...მზეო, ვინ გიშერი აწამწამე“, შოთა რუსთაველი). ჰიპერბოლური შეიძლება იყოს ხასიათი (ნაცარქექია, ყვარყვარე თუთაბერი), სიტუაცია (დ. კლდიაშვილის „სამანიშვილის დედინაცვალი“, „დარისპანის გასაჭირი“). ჰიპერბოლა შეიძლება იყოს პათეტიკურიც და კომიკურიც. ჰიპერბოლის ექსპრესიული ეფექტი, მისი სახეობრივ-ემოციური შინაარსი განსაკუთრებულ მხატვრულ ფუნქციას ასრულებს ნაწარმოებებში. ჰიპერბოლას იყენებენ ორატორულ ხელოვნებაშიც (მაგალითად, სოლომონ ლიონიძის სიტყვა ერეკლე მეფის გარდაცვალებაზე).
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- იაშვილი პ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 664.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Examples of hyperbole in poetry დაარქივებული 2017-06-26 საიტზე Wayback Machine.