შინაარსზე გადასვლა

ჯანდაცვა

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სიცოცხლის ვარსკვლავი

ჯანდაცვა (ჯანმრთელობის დაცვა) — სახელმწიფო, სოციალ–ეკონომიკურ, სამედიცინო და საზოგადოებრივ ღონისძიებათა სისტემა, რომლის მიზანია ადამიანთა ჯანმრთელობის დაცვა, დაავადებების თავიდან აცილება და მკურნალობა, სიცოცხლის გახანგრძლივება. ჯანდაცვა ზოგიერთ ქვეყანაში ეფუძნება უფასო სამედიცინო დახმარების და მედიცინის პროფილაქტიკური ღონისძიებების მიმართულებებს, სხვაგან - სახელმწიფოს მხრიდან იგი რეგლამენტირებულია ანტიეპიდემიური სამუშაოების ჩატარებით, ხოლო ძირითადი მომსახურება გადატანილია კერძო სექტორში.

ჯანმრთელობის დაცვის მეთოდები, ინდივიდუალური და კომპლექსური პროფილაქტიკული ღონისძიებები, ბიოსფეროზე მეთვალყურეობისა და კონტროლის ხერხები, დაავადებათა დიაგნოსტიკისა და მკურნალობის მეთოდები ინტერნაციონალურია, მაგრამ ყოველი ქვეყნისათვის დამახასიათებელია ეროვნული თავისებურებები და ტრადიციები.

ჯანდაცვის სრულფასოვნად განხორციელებისათვის აუცილებელია ძვირადღირებული მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, საავადმყოფოების და ამბულატორიულ-პოლიკლინიკური დაწესებულებების (პოლიკლინიკა, დისპანსერი, პროფილაქტორიუმი) ფართო ქსელი, სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური, დედათა და ბავშვთა დაცვის სამსახურები.

  • „ჯანდაცვის ეკონომიკა და დაზღვევა“, თენგიზ ვერულავა, თბილისი, 2009 წ.
  • „ჯანდაცვის ეკონომიკა“, თენგიზ ვერულავა, თბილისი, 2003 წ.
  • „Health Care System in Georgia“, Tengiz Verulava, Tbilisi, 2002.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ჯანდაცვა“-დან