World of Goo
| World of Goo | |
|---|---|
| ჟანრი: | ლოგიკური |
| დეველოპერ(ებ)ი: | 2D Boy |
| გამომცემელი: | Independent, Nintendo, WiiWare |
| თარიღი: |
WiiWare, Windows - 13 ოქტომბერი 2008 წელი Mac OS X - 2 ნოემბერი 2008 Linux - 14 თებერვალი 2009 iPad - 16 დეკემბერი 2010 Android - 28 ნოემბერი 2012 |
| რეჟიმ(ებ)ი: | ერთმომხმარელიანი, მრავალმომხმარებლიანი (მხოლოდ Wii და Linux-ისთვის) |
| პლატფორმ(ებ)ი: | Wii, Windows, Mac OS X, Apple iOS, Linux და Android |
| ვებ-გვერდი: | ოფიციალური ვებ-გვერდი |
World of Goo — ლოგიკური კომპიუტერული თამაში ფიზიკური მოვლენების იმიტაციით, რომელიც შექმნა კომპანია 2D Boy-მ პლატფორმებისთვის Wii, Windows, Mac OS X, Apple iOS, Linux და Android
სექციების სია |
თამაშის პროცესი [რედაქტირება]
თამაში შედგება 5 თავისგან, ყოველი მათგანი შეიცავს რამდენიმე ტურს. ყოველ თავს აქვს თავისი გრაფიკული და მუსიკალური თემა, რაც მათ უქმნით განუმეორებელ ატმოსფეროს.
არსებობს ასევე ბონუს ტური სახელად World Of Goo Corporation, სადაც მიზანია ავაშენოთ დიდი კოშკები ზედმეტი ბურთებით, რომელიც მოთამაშემ დააგროვა სხვა ტურებში. მოთამაშეს ამ ტურში შეუძლია შეეჯიბროს სხვა მოთამაშეებს იმიტომ რომ კოშკის ზომა მახსოვრდება სერვერზე, მაგრამ მისი ფორმა არ მახსოვრდება. ინფორმაცია მოთამაშის კოშკებზე არის წარმოდგენილი ღრუბლებით რომლებზეც წერია მოთამაშის სახელი, კოშკის ზომა, ქვეყანა და გამოყენებული ბურთების რაოდენობა.
თამაშის ძირითადი მიზანი არის ის რომ მილამდე მივიყვანოთ ბურთების საჭირო რაოდენობა (ზედმეტი მიდის World Of Goo Corporation-ში). იმისთვის რომ მოთამაშემ ამას მიაღწიოს უნდა ააშენოს სხვადასხვანაირი ხიდები, კოშკები და სხვა.
არსებობს ბურთების სხვდასხვანაირი ტიპები რომელიც განსაკუთრებული თვისებების კომბინაციით მოთამაშემ უნდა მოახერხოს მილამდე მისვლა.
სიუჟეტი [რედაქტირება]
თამაში იწყება იმით რომ ბურთების მსოფლიოში გაჩნდება უცნაური მილების სისტემა რითიც ისინი შედიან World Of Goo Corporation-ში უცნობი მიზნებით. ბურთები მოგზაურობენ კუნძულზე და პოულობენ ახალი სახეობის ბურთებს. მეორე კუნძულზე ისინი რთავენ ელექტრო სადგურს და ხვდებიან შემდეგ კუნძულზე სადაც გიგანტური ქარხანაა. იქ ისინი უშვებენ Product Z-ს და ხვდებიან ვირტუალურ რეალობაში. იმისთვის რომ ეს გაეთიშათ ისინი მიდიან ინფორმაციულ მაგისტრალზე („Information Superhighway“) და შემდეგ კომპიუტერი ეტყვით რომ იქ ახლოს არის ნაგვის ყუთი სადაც ინახება ყველა წაშლილი წერილი და მათ რიცხვში სპამი და ვირუსები. ისინი აღადგენენ წაშლილ წერილებს, ამ წერილებით გაიტენება World Of Goo Corporation, და ის აფეთქდება, ამის შედეგად კი დაბრუნდება ნორმალური მსოფლიო.
თამაშის შექმნა [რედაქტირება]
World of Goo შექმნა ორ Electronic Arts-ის ყოფილმა თანამშრომელმა Kyle Gabler-მა და Ron Carmel-მა.
საუნდტრეკი [რედაქტირება]
თამაშში მუსიკა შექმნილია ქაილ გელბერის მიერ და ის შეიცავს 27 ტრეკს, მაგრამ თამაშში ზოგჯერ შემოკლებული ვერსიები გვხვდება.
- «World of Goo Beginning» − 1:09
- «The Goo Filled Hills» − 0:25
- «Brave Adventurers» − 1:07
- «Another Mysterious Pipe Appeared» − 1:18
- «World of Goo Corporation» − 0:17
- «Regurgitation Pumping Station» − 3:40
- «Threadcutter» − 0:55
- «Rain Rain Windy Windy» − 2:45
- «Jelly» − 2:38
- «Tumbler» − 1:52
- «Screamer» − 1:36
- «Burning Man» − 1:49
- «Cog in the Machine» − 4:03
- «Happy New Year ™ Brought to You by Product Z» − 0:54
- «Welcome to the Information Superhighway» − 1:56
- «Graphic Processing Unit» − 1:06
- «Years of Work» − 3:39
- «My Virtual World of Goo Corporation» − 1:05
- «Hello, MOM» − 0:06
- «Inside the Big Computer» − 2:21
- «Are You Coming Home, Love MOM» − 3:02
- «Ode to the Bridge Builder» − 1:25
- «The Last of the Goo Balls and the Telescope Operator» − 1:00
- «Best of Times» − 3:41
- «Red Carpet Extend-o-matic» − 4:04
- «World of Goo Corporation’s Valued Customers» − 0:13
- «World of Goo Ending» − 1:09