Vae victis

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„Vae victis!“ პოლ ლეჰუგერის ილუსტრაცია, 1886 წ.

Vae victis (ლათინურად ნიშნავს „ვაი დამარცხებულს” ან „ვაი დაპყრობილს”.[1]) — ფრაზა გულისხმობს იმას, რომ ბრძოლაში დამარცხებულები მთლიანად თავიანთ დამპყრობლებზე არიან დამოკიდებულნი და არ უნდა ელოდონ შეწყალებას. 

არსებული ცნობების თანახმად, ძვ. წ. 390 წელს გალების არმიამ ბრენუსის მეთაურობით შეუტია რომს და დაიპყრო მთელი ქალაქი, გარდა კაპიტოლიუმის ბორცვისა. ბრენუსს ბორცვისთვის ალყა ჰქონდა შემორტყმული მანამ, სანამ რომაელებმა გამოსასყიდის გადახდა არ შესთავაზეს ქალაქის დასახსნელად. მან 329კგ ოქრო მოითხოვა და რომაელებიც დასთანხმდნენ ამ პირობას.[2] გალებმა თავად უზრუნველყვეს სასწორი და საწონები, მაგრამ რომაელებმა ბრენუსს შესჩივლეს, რომ ისინი გაყალბებული იყო. საპასუხოდ ბრენუსმა ხმალი აიღო, სასწორის პინაზე დააგდო და წამოიძახა: „Vae victis!“ ამგვარად, რომაელებს კიდევ უფრო მეტი ოქროს მოტანა დასჭირდათ.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ცნობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Victis is the dative plural form of victus; the dative singular forms of the phrase are vae victo (masculine & neuter) & vae victae (feminine).
  2. Early Roman Warfare: From the Regal Period to the First Punic War. 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Vae_victis&oldid=4479869“-დან