touch (იუნიქსი)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

touchიუნიქსის ბრძანება, რომელიც ცვლის ფაილის ბოლო გამოყენების და შეცვლის თარიღს. აგრეთვე შესაძლოა ცარიელი ახალი ფაილის შექმნა.

ისტორია[რედაქტირება]

პროგრამა touch სულ პირველად იქნა გამოშვებული AT&T-ს იუნიქსის მეშვიდე ვერსიასთან ერთად. მისი ვერსია აგრეთვე არსებობს GNU coreutils პროგრამების კრებულში.

გამოყენება[რედაქტირება]

პროგრამა touch ახარისხებს სხვადასხვა პარამეტრებს:

  • -a: ცვლის მხოლოდ ფაილის ბოლო გამოყენების თარიღს
  • -c: თუ ფაილი არ არსებობს მაშინ ახალ ფაილს არ ქმნის და შეტყობინებას არ იძლევა
  • -m: ცვლის მხოლოდ ფაილის შეცვლის თარირს
  • -r ფაილი: მხოლოდ ფაილის ბოლო გამოყენების და შეცვლის თარიღის გამოყენება
  • -t თარიღი: ცვლის ფაილის ბოლო გამოყენების და შეცვლის თარირს (სპეციალური ფორმატის მიხედვით. დაბლა ნახეთ)

თარიღის ფორმატია: [[cc]yy]MMDDhhmm[.ss]

რაც "[" და "]" შორისაა, არ არის აუცილებელი.

  • cc: წლის ორი პირველი რიცხვი
  • yy: წლის ორი ბოლო რიცხვი
  • MM: თვის წარმომადგენელი ორი რიცხვი
  • DD: დყე, ორი რიცხვი
  • hh: საათი, ორი რიცხვი
  • mm: წუთი, ორი რიცხვი
  • ss: წამი, ორი რიცხვი

მაგალითები[რედაქტირება]

example.txt ფაილის შექმნა:

 # touch example.txt

თარიღების შეცვლა:

 # touch -t 200701310846.26 index.html
 # touch -d '2007-01-31 8:46:26' index.html
 # touch -d 'Jan 31 2007 8:46:26' index.html

index.html ფაილის თარიღი ხდება 2007 წლის 31 იანვარი, 8 საათი, 46 წუთი და 26 წამი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]