The Elder Scrolls IV: Shivering Isles

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
The Elder Scrolls IV: Shivering Isles
დეველოპერ(ებ)ი Bethesda Game Studios
გამომცემელი Bethesda Softworks
2K Games
სერია The Elder Scrolls
ძრავა Gamebryo
Radiant A.I.
Havok 3.0 (ფიზიკა)
FaceGen (ტექნოლოგია)
პლატფორმ(ებ)ი Xbox 360
Windows
PlayStation 3
გამოსვლის თარიღი Xbox 360
ჩრდ.ამ. 16 ოქტომბერი, 1997
ევრ 23 ნოემბერი, 2007[1]
Windows
ჩრდ.ამ. 26 მარტი, 2007
ევრ 30 მარტი, 2007
PlayStation 3
ჩრდ.ამ. 8 დეკემბერი, 2007
ჟანრ(ებ)ი მოქმედებითი როლური თამაში
ღია სამყარო
რეჟიმ(ებ)ი ერთმოთამაშიანი

The Elder Scrolls IV: Shivering Islesვიდეო თამაშ „The Elder Scrolls IV: Oblivion“-ის ოფიციალური დამატება. დაანონსდა 2007 წლის 18 იანვარს. შექმნა Bethesda Game Studios-მა და გამოსცა Bethesda Softworks-მა 2K Games-სთან თანამშრომლობით[2] Xbox Live Marketplace-ის მეშვეობით. გამოვიდა შემდეგ პლატფორმებზე: Xbox 360, (16 ოქტომბერი, 2007) Windows (26 მარტი, 2007) , PlayStation 3 (8 დეკემბერი, 2007).

თამაშის სიუჟეტი მიმდინრეობს ამავე სახელწოდების კუნძულებზე, რომლებსაც მართავს დაედრას სიგიჟის პრინცი შეოგორატი. მოთამაშე ხდება შეოგორატის პროტეჟე და ისინი ერთობლივი ძალებით ცდილობენ დაედრული წესრიგის ღმერთის ჯიგალაგის დამარცხებას კუნძულების ნგრევისგან გადასარჩენად. თამაშში შესაძლებელი არის ძირითადი ქვესტის გადადება განუსაზღვრელი ვადით, რათა მოთამაშემ იმოგზაუროს და გამოიკვლიოს ახალი სამყარო.

The Shivering Isles დადებითად იქნა მიღებული კრიტიკოსებისგან. საერთო განხილვების საიტებზე GameRankings-სა და Metacritic-ზე ფლობს 86.32% და 86/100.[3][4][5][6] ასევე მიიღო უმრავი ჯილდო სხვადასხვა გამომცემლებისგან, მათ შორის „საუკეთესო RPG“,[7] „საუკეთესო დამატება“,[8] „საუკეთესო გამოტვირთვადი კონტენტი“,[9] „რედაქტორთა რჩეული“[10] და ა.შ.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. The Elder Scrolls IV: Shivering Isles Release Summary. GameSpot. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-09-29. ციტირების თარიღი: 2007-09-02.
  2. Bethesda Softworks Announces The Elder Scrolls IV: Shivering Isles — Official Expansion for Oblivion. Bethesda Softworks (2006-01-18). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-12-31. ციტირების თარიღი: 2007-09-02.
  3. The Elder Scrolls IV: Shivering Isles for PC. GameRankings. ციტირების თარიღი: 2009-07-14.
  4. Elder Scrolls IV: Shivering Isles, The (Xbox360: 2007): Reviews. Metacritic.com (2007-03-26). ციტირების თარიღი: 2009-07-14.
  5. Elder Scrolls IV: Shivering Isles, The (pc: 2007): Reviews. Metacritic.com (2007-03-27). ციტირების თარიღი: 2009-07-14.
  6. The Elder Scrolls IV: Shivering Isles for Xbox 360. GameRankings. ციტირების თარიღი: 2009-07-14.
  7. www.gameindustry.com. www.gameindustry.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-02-28. ციტირების თარიღი: 2009-08-08.
  8. 2007 Game of the Year Awards - Voodoo Extreme. Ve3d.ign.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-02-12. ციტირების თარიღი: 2009-08-08.
  9. G4 - X-Play - Gphoria 2008. G4tv.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-08-29. ციტირების თარიღი: 2009-08-08.
  10. The Elder Scrolls IV: Shivering Isles Review (Xbox 360). Reviews.teamxbox.com (2007-03-29). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-06-26. ციტირების თარიღი: 2009-08-08.