T-ara

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
T-ara

ბიოგრაფია
T-ara ვიკისაწყობში

T-ara — გოგონათა მუსიკალური ჯგუფი სამხრეთი კორეიდან. შეიქმნა 2009 წელს კომპანია „MBK Entertainment“-ის მიერ. გამოირჩევა საცეკვაო პოპის ჟანრის ადვილად დასამახსოვრებელი მუსიკით - მასზე დიდი გავლენა იქონია კომპოზიტორმა Shinsadong Tiger-მა, რომელთანაც ჯგუფს ახლო ურთიერთობა ჰქონდა. ჯგუფი ცნობილია კლიპებში ვიზუალური კონცეპტების და სტილების მრავალფეროვნებით და ცვალებადობით. 2018 წელს ჯგუფმა შემოქმედებაში "გაურკვეველი ხანგრძლივობის პაუზა" გამოაცხადა, დღეისთვის მონაწილეები სოლო კარიერებზე მუშაობენ.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2009-2012[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯგუფს თავდაპირველად ხუთი მონაწილე უნდა ჰყილოდა - ჯიეი, ჯივონი, ენჯენგი, ჯიონი და ჰიომინი. ისინი სამი წლის განმავლობაში ერთად ემზადებოდნენ მუსიკალური კარიერისთვის (სწავლობდნენ სიმღერას, ცეკვას და ა.შ.) კომპანია "Mnet Media"-ს ქვეშ. სახელწოდება "T-ara"-ს იდეა ამ პერიოდში გაუჩნდათ - ის ინგლისურად გვირგვინს ნიშნავს და სიმბოლოა იმის, რომ ისინი "მუსიკალური ინდუსტრიის დედოფლები გახდებიან". პირველი სიმღერა "Joheun Saram (Ver. 1)" (좋은 사람, "კარგი ადამიანი") მათ 2009 წლის აპრილში გამოუშვეს კორეული სერიალის "Cinderella Man"-ის საუნდთრეკისთვის. იმავე წლის მაისში ჯიონმა იმავე სტუდიის ორ სხვა მომღერალთან ერთად კოლაბორაცია "Yeoseong Shidae" (여성시대, "ქალთა თაობა") გამოუშვა. ივნისში ჯივონმა და ჯიეიმ ჯგუფი დატოვეს მუსიკალურ სტილებში განსხვავების გამო, დებიუტამდე სამი კვირით ადრე ისინი ჩაანაცვლა ქრიმ, ბორომმა და სოიონმა. მათი პირველი გამოსვლა მედიაში 2009 წლის ივლისის ბოლოს ერთ-ერთ კორეულ მუსიკალურ გადაცემაზე მოხდა. სადაც მათ ორი ახალი სიმღერა შეასრულეს. კრიტიკოსებმა შესრულება ნეგატიურად მიიღეს - ჯგუფი ჩანაწერის გამოყენებაში დაადანაშაულეს და გამოსვლა "დაწყებითი კლასებისას" შეადარეს. ამის შემდეგ ჯგუფმა გამოაცხადა, რომ შემდგომში უკვე სცენაზე იმღერებდა. შემოდგომაზე გამოვიდა ორი კოლაბორავია ჯგუფთან "Supernova", რომლებიც ორივე ჯგუფისთვის პირველ წარმატებად იქცა. 2009 წლის 27 ნოემბერს გამოვიდა "T-ara"-ს პირველი ალბომი "Absolute First Album", ალბომის წამყვანი სინგლი "Cheoeum Cheoreom" (처음처럼, "როგორც პირველად") ონლაინ გამოკითხვით აირჩიეს, რომელშიც 9000 ადამიანმა მიიღო მონაწილეობა სხვადასხვა მუსიკალურ პორტალზე. 2009 წელს მათ "წლის საუკეთესო დამწყების" და რამდენიმე სხცა ჯილდო მიიღეს. 2010 წელს მათ პირველი ალბომი ხელახლა გამოუშვეს "Breaking Heart"-ის სახელით. 2010 წელს ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატთან დაკავშირებით ისინი საკუთარი პროდუქციის გაყიდვებისგან მიღებულ თანხას აფრიკელი ბავშვების დასახმარებელ საქველმოქმედო ორგანიზაციებს ურიცხავდნენ. 2010 წლის ივლისში ჯგუფს დაემატა მეშვიდე მონაწილე - ჰუოიანგ რიუ. მისი დამატება ახსნეს იმით, რომ ეს მონაწილეებს დროს გაუნთავისუფლებდა სოლო აქტივობებისთვის (მაგ. როლები სერიალებში და ფილმებში) და მონაწილეების დაკავებულობის შემთხვევაში ცოცხალ გამოსვლებში უფრო მეტი მონაწილე გამოჩნდებოდა. გამოუშვეს EP "Temptastic".

2012 - დღეს[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2011 წელს EP "John Travoltha Wannabe"-ს ერთადერთმა სინგლმა "Roly-Poly"-მ მეორე ადგილი დაიკავა კორეული პოპის ჩარტში და ჯგუფმა დიდი პოპულარობა მოიპოვა. "T-ara" აღიარებული იყო, როგორც სამხრეთი კორეის პოპულარობით მეორე გოგონათა ჯგუფი. დაიწყო ჯგუფის რეკლამირება იაპონიაში. EP "Black Eyes" (შემდგომში "Funky Town) ასევე წარმატებული იყო. 2012 წელს ჯგუფს დაემატა ორი მონაწილე - დანი და არემი. გაიმართა მათი პირველი კონცერტი იაპონიაში. ერთ-ერთი კონცერტის შემდეგ ჰუოიანგის მიერ გამოქვეყნებულმა პოსტმა უცნობ "ცუდ პიროვნებაზე" გაავრცელა ჭორი, რომ ჟგუფში კონფლიქტია და ჰუოიანგს ჩაგრავენ. სიტუაცია სულ უფრო მეტ ყურადღებას იღებდა და სტუდიამ გადაწყვეტილება მიიღო ჰუოიანგის ჯგუფის დატოვებაზე. მათი თქმით ამის მიზეზი ჩაგრვის ჭორების მაგივრად ჰუოიანგის მიერ ჯგუფში გამოწვეული არეულობა იყო. შემდგომში თვითონ ჰუოიანგი და სხვა წევრები ამბობდნენ, რომ ჯგუფში კონფლიქტი იყო, მაგრამ ჩაგვრას ადგილი არ ჰქონია. რამდენიმე წლის შემდეგ აღმოჩნდა, რომ ჰუოიანგი და მისი და თვითონ ჩაგრავდნენ სხვებს, გამოქვეყნდა მინაწერები, რომლებშიც ჰუოიანგი არემს ძალადობით ემუქრებოდა. ამ სიტუაციამ იმოქმედა ჯგუფის პოპულარობაზე, თუმცა სოლო საქმიანობა მონაწილეებს არ შეუწყვეტიათ. შემდგომ წლებში ჯგუფმა გამოუშვა რამდენიმე EP და ალბომი, ჩაგვრის სკანდალის საბოლოო დასრულების შემდეგ კი, 2018 წელს, გამოაცხადა პაუზა შემოქმედებაში, რომლის შემდეგაც მხოლოდ ერთხელ იმღერა სცენაზე ერთად 2020 წელს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. http://star.mt.co.kr/stview.php?no=2011111608313154982&outlink=1&ref=://
  2. https://www.popdust.com/t-ara-storms-the-k-pop-charts-with-comeback-single-no-9-1889748760.html დაარქივებული 2017-09-27 საიტზე Wayback Machine.
  3. http://www.billboard.com/articles/columns/k-town/7785179/t-ara-delays-album-boram-soyeon-exit
  4. http://star.mt.co.kr/stview.php?no=2011111608313154982&outlink=1&ref=://
  5. http://newsen.com/news_view.php?uid=200906030916041002
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=T-ara&oldid=4593677“-დან