Systems in Blue

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

Systems in Blue — გერმანული პოპ-ჯგუფი. მასში ამჟამად შედიან მიხაელ შოლცი და დეტლეფ ვიდეკე. ჯგუფის მონაწილეების მოღვაწეობა დაიწყო 1960-იანი წლებიდან. ისინი 1960-იან და 1970-იან წლებში სხვადასხვა ჯგუფებში მონაწილეობდნენ. როლფ კელერი მუშაობდა ჯგუფებთან Blonker, Uriah Heep, Blind Guardian, Helloween, Grave Digger, Gamma Ray, Iron Savior, Savage Circus, Tokyo, Mephistopheles და Kin Ping Meh (ჯეფ ჰარისონთან ერთად). მიუხედავად ამისა, Systems in Blue უფრო მეტად ცნობილია, როგორც Modern Talking-ის (1984-1987, 1998-2000) და Blue System-ის (1987-1997) ბეკ-ვოკალისტების ჯგუფი.

2001 წელს ჯგუფებმა BMG-ის წინააღმდეგ სასამართლოში საჩივარი შეიტანეს, თვლიდნენ რა, რომ მათი საქმიანობის ანაზღაურება დიტერ ბოლენის პროექტებში (Modern Talking, Blue System, სისი კეჩი, ნინო დე ანჯელო, კრის ნორმანი, თომას ფორსტნერი) სათანადოდ არ მოხდა. საბოლოოდ, დავა სასამართლოს ფარგლებს მიღმა გადაწყდა. BMG Berlin-მა დაადასტურა, რომ მათი ბეკ-ვოკალები Blue System-ის და Modern Talking-ის სიმღერებში იქნა გამოყენებული (გარდა უკანასკნელის ალბომების America, Victory და Universe), მოგვიანებით კი ხდებოდა ხმის მიქსზე მუშაობა, ელექტრონული საშუალებებით გამრავლება და მაღალი ტონალობის ვოკალის მიღება.[1][2][3]

2003 წელს სიმღერების ავტორ და პროდიუსერ თომას ვიდრატთან ერთად ჯგუფის წევრებმა, როლფ კელერთან ერთად, ჩამოაყალიბეს ახალი პროექტი, Systems In Blue. მათი პირველი სინგლი „Magic Mystery“ გამოვიდა 2004 წლის 22 მარტს, მოხვდა Amazon-ის პოპულარულ 100-ეულში და მაქსი-ჩარტების მე-12 პოზიციაზე. ევროპულ საცეკვაო ჩარტში იგი #1 გახდა. სხვა ლეიბლზე გადასვლის შემდეგ ჯგუფმა გამოსცა კიდევ ორი სინგლი და 2005 წლის 20 სექტემბერს - სადებიუტო ალბომი Point Of No Return.[4]

2007 წლის სექტემბერში როლფ კელერი 56 წლის ასაკში გარდაიცვალა გულის შეტევით გამოწვეული გართულებებით.

დისკოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალბომები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სინგლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შეზღუდული გამოცემები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

DVD-ები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 2005: SIB & Patty Ryan live in Essen (DVD-R)
  • 2006: SIB Behind The Scenes 1001 h (DVD-R)

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Systems in Blue საიტზე Discogs
  2. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-06-21. ციტირების თარიღი: 2014-11-21.
  3. Bohlens Sänger ist tot (Bohlen's singer is dead) German. Stern (2007-09-18). ციტირების თარიღი: 09-08-13.
  4. Official site of Systems in Blue. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-02-01. ციტირების თარიღი: 2014-11-21.