Seven Lives, Many Faces — მუსიკალურ პროექტ ენიგმას მეშვიდე სტუდიური ალბომი. იგი გამოვიდა 2008 წელს. გამოცემამდე, 12 სექტემბერს, გახდა შესაძლებელი მისი მოსმენა ენიგმას ოფიციალური MySpace გვერდიდან. 2 დღის მანძილზე იგი 400.000 ადამიანმა მოისმინა. ამიტომ, 22 სექტემბრამდე მისი მოსმენა კვლავ შესაძლებელი იყო ტელეკომპანიების MTV და VH1 ვებ-გვერდებზე.
Seven Lives, Many Faces ასევე გამოიცა DVD ფორმატში, 5.1 ჟღერადობით, ისევე როგორც წინა დისკი, A Posteriori.