Satureja hortensis

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მიეკუთვნება ტუჩოსანთა ოჯახს – Lamiaceae (Labiatae) გამოიყენება: გამშრალი მცენარე. სასაქონლო სახელწოდება: Satureiae Herba - ქონდარი. გამრავლება: კულტურიდან.

შემცველი ნივთიერებები და გამოყენება: ქონდრის ღერო–ფოჩი შეიცავს 1-1,4 პროცენტ ეთეროვან ზეთებს, აქედან დაახლოებით 30 პროცენტ კარვაკროლს, 20 პროცენტ პარაციმოლს, ამას გარდა 4-8 პროცენტამდე მთრიმლავ ნივთიერებებსა და ცოტაოდენ ლორწოს. ქონდარი მიიღება ჩაის სახით საჭმლის მონელების ხელშეწყობის მიზნით, მუცლის შებერილობის საწინააღმდეგოდ და მადის აღმძვრელად. იგი გავრცელებული სამზარეულო საკმაზ–სანელებელია. მისი გამოყენება დასაბუთებულია აგრეთვე ფარმაკოლოგიურადაც.

ზრდა–განვითარების ადგილი. მცენარეს აღმოსაცენებლად ესაჭიროება მზიანი ადგილი და მსუბუქი, ფხვიერი, მაგრამ ნეშომპალით მდიდარი ნიადაგი. განოყიერება. ქონდარი საკვები ნივთიერებებისა და წყლისადმი ნაკლებად მომთხოვნია. თესლბრუნვის თვალსაზრისით, ქონდარის დარგვა კარგია განოყიერებული სათოხნი კულტურების ან ნაკელითა და კომპოსტით განოყიერებული მინდვრის კულტურების შემდეგ, ასე რომ უმთავრესად აღარ საჭიროებდეს შემდგომ განოყიერებას. სასუქის საორიენტაციო ოდენობებია: აზოტი – 50-60კგ/ჰა, ფოსფორი – 40კგ/ჰა–ზე.

მოყვანა. ხორციელდება ღია გრუნტში თესვის გზით აპრილის ბოლოდან მაისის დასაწყისამდე, მწკრივებს შორის მანძილი შეადგენს 30-40 სმ–ს, თესვის ნორმა 3-4 კგ. ჰა. ითესება ზედაპირული განლაგებით გაღივების უნარიანობის შენარჩუნების ვადაა 2-დან 3 კვირა. პრაქტიკაში მიღებულია მეორადი მოყვანა ივლისის ბოლოდან აგვისტოს დასაწყისამდე მოთესვის გზით (მაგ. მარცვლეულის შემდეგ). ნათესი საჭიროებს სარეველა მცენარეებისაგან განთავისუფლებას, აგროტექნიკური მეთოდების გამოყენებით (თოხნა, კულტივაცია, მარგვლა) დაავადები და მავნებლები. ცრუ ნაცარი (Peronospora saturejae hortensis) ფოთლებზე აჩენს არათანაბარ ლაქებს ცისფერი სოკოვანი ნადების სახით. შემდეგი დაავადებაა ჟანგა (Puccinia menthae). მავნე მწერია ფაროსანა (Cassida viridis), რომელიც ჭამს ფოთლებს.

მოსავლის აღება და მოსავალი. მცენარის მიწისზედა ნაწილი აიღება სათიბელა–სატვირთელათი ყვავილობის დაწყებისთანავე (არაუგვიანეს მასობრივი ყვავილობისა) ივლისში, გვიანი დარგვის შემთხვევაში კი სექტემბერში. ამ დროისათვის ღერო ჯერ კიდევ არ უნდა იყოს ძალიან გაუხეშებული. ტექნიკური შრობის შემდეგ ბალახი აიჩეჩება საჩეჩი მანქანით, რათა შეძლებისდაგვარად შემცირებულ იქნეს ღეროების შემცველობა სააფთიაქო საქონელში. 3-4ტ. ჰა გამშრალი ბალახი იძლევა 1-2ტ ჰა აჩეჩილ მასას. შეფუთვა: 30 კგ–იან ჯუთის ტომრებში. თუ მცენარე არ არის ძალიან ღრმად გადაჭრილი და ამინდიც შესაბამისია (შესაძლო დამატებითი მორწყვისას), მოსალოდნელია მცენარის ხელახალი აღმოცენება.

მონათესავე სახეობები. მოცემულ კულტურას ასევე მიაკუთვნებენ მრავალწლიან მთის ქონდარს (Satureja montana). იგი შეიცავს ერთწლიანი ბაღის ქონდრის მსგავს ნივთიერებებს (ძირითადად კარვაკროლს). მცენარე წინასწარ გამოჰყავთ (1000 მარცვლის მასა შეადგენს 0,25–0,30 გრამს) და ირგვება 50X40 სმ დაშორებით. სარეველა მცენარეებთან ბრძოლა შესაძლებელია ხელით გამარგვლით. მოსავლის აღებისას არ უნდა დაზიანდეს გახევებული ნაწილი, რათა ხელი არ შეეშალოს ხელახალ ამონაყარს. მოსავალი შეიძლება მივიღოთ მესამე წლიდან. ნედლი მასა 10-13ტ. ჰა, მშრალი მასა 3-4ტ ჰა. ნარგავით სარგებლობის ვადაა 5-6 წელი.