Roxanne
| „Roxanne“ | ||
|---|---|---|
| Roxanne | ||
| სინგლი, შემსრულებელი - The Police | ||
| ალბომიდან Outlandos d'Amour | ||
| B-მხარე | Peanuts | |
| გამოსვლის თარიღი | აპრილი, 1978 | |
| ფორმატი | 7" | |
| ჩაიწერა | 1978 | |
| ჟანრი | ახალი ტალღა | |
| ხანგრძლივობა | 3:14 | |
| ლეიბლი | A&M Records | |
| სიმღერის ავტორი | სტინგი | |
| პროდიუსერი | სტიუარტ კოუპლენდი, სტინგი, ენდი სამერსი | |
| The Police - სინგლების ქრონოლოგია | ||
| Fall Out (1977) |
Roxanne (1978) |
Can't Stand Losing You (1979) |
Roxanne — ჯგუფ The Police-ის პირველი სინგლი სადებიუტო სტუდიური ალბომიდან Outlandos d'Amour. მისი ტექსტი დაიწერა სტინგის მიერ, პარიზში გამართული კონცერტის შემდეგ. სათაური მომდინარეობს პიესის „სირანო დე ბერჟერაკი“ პერსონაჟისგან. ამ პიესის პოსტერი ეკიდა სასტუმროში, რომელშიც ტრიო დასახლდა.
თავდაპირველად სტინგი სიმღერას ბოსა ნოვას სტილის კომპოზიციად განიხილავდა. სტიუარტ კოუპლენდის მიერ შემოთავაზებული იქნა ტანგოს რითმი (სიმღერის ფინალისათვის). სიმღერის დასაწყისში ჟღერს სიცილი და ატონალური აკორდი ფორტეპიანოზე.
თავდაპირველად ჯგუფს „Roxanne“ არ მოსწონდა, მაგრამ მენეჯერი მაილზ კოუპლენდი მომავალს იმედით უყურებდა. სწორედ ამ სიმღერამ მოუტანა ჯგუფს პირველი კონტრაქტი A&M Records-თან. გამოცემის შემდეგ იგი წარმატებით არ სარგებლობდა, მაგრამ 1979 წლის აპრილში გამოსულმა განახლებულმა სინგლმა ბრიტანულ ჩარტში #12, ხოლო აშშ ჩარტში - #32 პოზიციები დაიკავა. იგი იქცა The Police-ისა და სტინგის კონცერტების მუდმივ ნომრად და შეტანილია ჯგუფის ყველა ოფიციალურ კრებულში.
სექციების სია |
მუსიკალური ვიდეო [რედაქტირება]
„Roxanne“-ისათვის გადაღებული იქნა სამი სხვადასხვა პრომო-ვიდეო. პირველში ნაჩვენებია ჯგუფი, რომელიც სიმღერას სცენაზე ასრულებს. ვიდეოს ახლავს შენელებული კადრები. მეორე ვერსიაში ჯგუფი სიმღერას წითელი ფერის განათების თანხლებით ასრულებს. მესამე ვერსია მეორეს იდენტურია, თუმცა წარმოდგენილია კინოფირზე.
სიმღერები [რედაქტირება]
7: A&M / AMS 7348 (ინგლისი)[1] [რედაქტირება]
- Roxanne - 3:00
- Peanuts - 2:52
ქავერ ვერსიები [რედაქტირება]
- 1997 - Aswad, ალბომი Big Up.
- 1997, საქსოფონისტი უორენ ჰილი, ალბომი Shelter.[2]
- 1999 - ჯორჯ მაიკლი, ალბომი Songs from the Last Century.
- 2001 - El Tango de Roxanne, ფილმში მულენ რუჟი!
- 2003 - Fall Out Boy, ალბომი Take This To Your Grave