Omniweb

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
OmniWeb Icon.png
ომნივების ინტერფეისი

ომნივები (OmniWeb) ომნი ჯგუფის[1] მიერ დამუშავებული ინტერნეტ ბრაუზერია მაკ ოს X ოპერაციული სისტემისთვის. ომნივები თავდაპირველად ლაითჰაუზ დიზაინმა ნექსტსტეპ პლატფორმისთვის გამოუშვა 1995 წლის 17 მარტს. თუმცა ნექსტსტეპი მალევე ოპენსტეპში, ხოლო შემდეგ კი მაკ ოს X-ში გადაიზარდა და ომნივები სათანადოდ ამ პლატფორმებისთვის განახლდა. მცირე პერიოდის განმავლობაში ომნივები ვინდოუსისთვისაც იყო მისაწვდომი იელოუბოქსის მეშვეობით. სან მაიკროსისტემსის მიერ ლაითჰაუზ დიზაინის შესყიდვის შემდეგ ომნი ჯგუფი 2.5 ვერსიიდან დაწყებული ბრაუზერს თავად უშვებს. ვერსია 4.0-დან ომნივები მხოლოდ მაკ ოს X პლატფორმისთვის გამოდის.

ყველაზე ინოვატორული გამოგონება ომნივებში თავის დროზე იყო პოპ-აპ ფანჯრების დაბლოკვა. ეს ინოვაცია სხვა ბრაუზერებმაც სწრაფად აიტაცეს.

ომნივები დამუშავებულია კოკოას (აპი) გამოყენებით, რომელიც მაკ ოს X-ის შესაძლებლობების სრულად გამოყენების საშუალებას იძლევა. ის ასევე იყენებს ქუარცს მკვეთრი სურათებისა და მკაფიო ტექსტის გამოსახულების მისაღებად, მას ასევე შეუძლია რამდენიმე პროცესორით იმუშაოს და ასევე რამდენიმე ფანჯრის ერთ ინტერფეისში უჯრებისა და ტაბების მეშვეობით განთავსება.

რესურსები[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Omniweb&oldid=2355891“-დან