Little Big

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Little Big

Little Big
ბიოგრაფია
წარმოშობა რუსეთის დროშა რუსეთი
ჟანრ(ებ)ი რეივი
ფიუნერალ-რეივი
რეპ-რეივი
აქტიური 2013 წლიდან დღემდე
ლეიბლ(ებ)ი Makarov Sergey
Little Big
Luxury Rec.
წევრები ილია „ილიიჩ“ პრუსიკინი — ვოკალი
სერგეი „Gokk“ მაკაროვი — დიჯეი, საუნდ-პროდიუსერი
ოლიმპია ივლევა — ვოკალი
სოფია ტაიურსკაია — ვოკალი
ანტონ ლისოვი — ვოკალი
ყოფილი წევრები ანა კასტი
საიტი www.thelittlebig.com
Little Big ვიკისაწყობში

Little Big — სანქტ-პეტერბურგში 2013 წელს დაფუძნებული რუსული რეივ-ჯგუფი.[1] ჯგუფის წევრები არიან ილია „ილიიჩ“ პრუსიკინი, სერგეი მაკაროვი, სოფია ტაურსკაია, ოლიმპია ივლევა[2][3] და ანტონ ლისოვი.[4] ჯგუფის პირველი ალბომი With Russia From Love გამოვიდა 2014 წლის 17 მარტს,[3][5] ხოლო არსებობის მანძილზე ჯგუფმა მთლიანობაში გამოუშვა ორი ალბომი[5][6] და სამი სინგლი.[7] 

ჯგუფის ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თავისი პირველი ვიდეო Every Day I'm Drinking ჯგუფმა 2013 წლის 1 აპრილს გამოუშვა. უკვე 2 ივლისს, კლუბ „A2“-ში მათ თავიანთი პირველი საჯარო გამოსვლა ჩაატარეს. 

დაარსებიდან დღემდე ჯგუფი დადის ტურებში ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში და რუსეთის ფედერაციაში. „ასეთი მუსიკა მართლაც რომ მოთხოვნადია. ჩვენ არც ერთი კაპიკი არ ჩაგვიდია, ჩვენ უბრალოდ ვიღებდით ვიდეოებს და ევროპაში პოპულარულნი გავხდით“ — განაცხადა ილია პრუსიკინმა UTV-სთან ინტერვიუში.  

2015 წლის 19 დეკემბერს ჯგუფმა გამოუშვა მეორე ალბომი — Funeral Rave. ალბომმა 2015 წლის 52-ე კვირაში რუსული iTunes-ის ჩარტებში მერვე ადგილი დაიკავა.

2016 წლის 21 მაისს სიმღერების Give Me Your Money და Big Dick-ის კლიპებმა Berlin Music Video Award-ის ლაურეატის წოდება მოიპოვეს. Big Dick-მა დაიკავა პირველი ადგილი კატეგორია Most Trashy-ში, ხოლო Give Me Your Money-მ მესამე ადგილი ნომინაცია Best Performer-ში. ჯგუფის ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა ნამუშევარმა, Big Dick-მა YouTube-ზე 10 მილიონზე მეტი ნახვა მოაგროვა. ვიდეოში წარმოდგენილია აშკარა სექსუალური კონტექსტით.

„ჩვენ უბრალოდ გვინდა ვაჩვენოთ ხალხს, რომ ისინი არიან საკუთარი სიცოცხლის პატრონები. ქვეყნები და ხელისუფლებები არ არიან ისეთი მნიშვნელოვანნი, როგორც მათ გონიათ: ადამიანს შეუძლია აკეთოს, რაც უნდა“ — ილია პრუსიკინი ჯგუფის შექმნის მიზანზე.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Little_Big&oldid=4079278“-დან