Kinect Joy Ride
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| Kinect Joy Ride | |
|---|---|
| ჟანრი: | სარბოლო თამაში |
| დეველოპერ(ებ)ი: | BigPark |
| გამომცემელი: | Microsoft Game Studios |
| თარიღი: | 4 ნოემბერი, 2010 |
| რეჟიმ(ებ)ი: | ერთმომხმარებლიანი, მრავალმომხმარებლიანი (ადგილობრივიც და ონლაინიც) |
| შეფასება: | ESRB: E (ყველა ასაკისთვის) |
| პლატფორმ(ებ)ი: | Xbox 360 Kinect[1] |
Kinect Joy Ride — სარბოლო თამაში Xbox 360-ის Kinect-ისთვის. თამაში შექმნა კომპანია BigPark-მა და გამოაქყვეყნა Microsoft Game Studios-მა. გამოვიდა 2010 წლის 4 ნოემბერს. ამ თამაშმა ნორმალური შეფასება მიიღო კრიტიკოსებისგან[2].
გეიმფლეი [რედაქტირება]
თამაში მიდის მოთამაშის ავატარით, თამაში იმართება ხელების ისე დაკავებით თითქოს მოთამაშეს უჩინარი ავტომობილის საჭე უკავია ხელში, იმისთვის რომ მან შეცვალოს მიმართულება ხელი უნდა გადაწიოს როგორც საჭე, გვერდზე გადახრით მოთამაშეს საშუალება ეძლევა მანქანა ასრიალოს, თუ „საჭეს“ წინ გააქანებს ჩაირთვება ტურბო. ჰაერში მოთამაშეს შეუძლია გააკეთოს ილეთები როგორიცა ტრიალი. არსებობს რამდენიმე თამაშის რეჟიმი (მაგ., რბოლა, ბრძოლა, ილეთების რეჟიმი და სხვა). ერთ კონსოლზე შეიძლება რომ 1-2 მოთამაშებ ითამაშოს Xbox Live-თი კი 8-მდე მოთამაშეს.