Jedi Mind Tricks

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jedi Mind Tricks

მარცხნიდან მარჯვნივ: Stoupe the Enemy of Mankind, ვინი პაზი და ჯას ალა
ბიოგრაფია
ჟანრ(ებ)ი ანდერგრაუნდული ჰიპ-ჰოპი, ჰარდკორ ჰიპ-ჰოპი, ჰორორკორი
აქტიური 1996–დღემდე
ლეიბლ(ებ)ი Enemy Soil, Babygrande Records, Superegular Recordings
წევრები ვინი პაზი
Stoupe the Enemy of Mankind
DJ Kwestion
ყოფილი წევრები ჯას ალა
DJ Drew Dollars
საიტი jmthiphop.com

Jedi Mind Tricks (JMT) — ამერიკული ანდერგრაუნდული ჰიპ-ჰოპ ჯგუფი, დაარსებული ორი სკოლის მეგობრის — რეპერ ვინი პაზის (ვინჩენზო ლუვინერი) და პროდიუსერ Stoupe the Enemy of Mankind-ის (კევინ ბოლდუინი) — მიერ. 1999 წელს რეპერი ჯას ალა შეუერთდა ჯგუფს მეორე სტუდიური ალბომის, Violent by Design-ის ჩასაწერად. მან მალევე დატოვა ჯგუფი, მაგრამ 2006 წელს დაბრუნდა და დაიწყო მუშაობა ჯგუფის მეექვსე სტუდიურ ალბომზე A History of Violence. 2011 წელს სტუპმა დატოვა ჯგუფი, რადგან „Jedi Mind Tricks-ს გულს ვეღარ უდებდა“.[1] 2013 წელს ჯასი კვლავ წავიდა ჯგუფიდან, ხოლო სტუპი 2015-ში დაბრუნდა.

Jedi Mind Tricks-ს აქვს ნამუშევარი როგორც ადგილობრივ რეპერებთან, ისე ვეტერანებთან, როგორებიცაა GZA, Kool G Rap, 7L & Esoteric, შონ პრაისი, რას კასი, Canibus, Percee P, Killah Priest, Immortal Technique, Block McCloud, Virtuoso, Louis Logic, R.A. the Rugged Man, Tragedy Khadafi, Chief Kamachi, Necro და Ill Bill. ჯგუფს გაყიდული აქვს 250 000 ალბომზე მეტი აშშ-ში და 450 000 ალბომზე მეტი — მსოფლიოს მასშტაბით.[2]

დისკოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. VINNIE PAZ SPEAKS ON NEW JEDI MIND TRICKS ALBUM en (13 სექტემბერი, 2011). ციტირების თარიღი: 9 მარტი, 2015
  2. Jedi Mind Tricks Elaborate On Stoupe Departure, Beats Were Submitted. HipHopDX (26 სექტემბერი, 2011). ციტირების თარიღი: 9 მარტი, 2015