GeForce 30 სერიის ვიდეოდაფები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
GeForce 30 სერიის ვიდეოდაფები

GeForce RTX 3090 Founders Edition
გამოშვების თარიღი 2020 წლის 17 სექტემბერი
მწარმოებელი Samsung
დიზაინერი Nvidia
მარკეტერი Nvidia
კოდური სახელი GA10x
არქიტექტურა Ampere
მოდელები GeForce RTX სერია
ტრანზისტორი 8.7B (GA107) 13.25B (GA106) 17.4B (GA104) 22B (GA103) 28.3B (GA102)
საწყისი კლასი GeForce RTX 3050 GeForce RTX 3050 Ti(მხოლოდ ლეპტოპებისთვის)
საშუალო კლასი GeForce RTX 3060 (8 GB) GeForce RTX 3060 GeForce RTX 3060 Ti
მაღალი კლასი GeForce RTX 3070 GeForce RTX 3070 Ti
უმაღლესი კლასი GeForce RTX 3080 GeForce RTX 3080 (12 GB) GeForce RTX 3080 Ti GeForce RTX 3090 GeForce RTX 3090 Ti
DirectX

Direct3D 12.0 Ultimate (ვერსია 12_2)

Shader Model 6.7
OpenCL OpenCL 3.0
OpenGL OpenGL 4.6
Vulkan Vulkan 1.3
წინამორბედი ვიდეოდაფები GeForce 16 სერიის ვიდეოდაფები GeForce 20 სერიის ვიდეოდაფები
მემკვიდრე ვიდეოდაფები GeForce 40 სერიის ვიდეოდაფები

GeForce 30 სერია — გრაფიკული დამუშავების ერთეულები (GPU), შექმნილია Nvidia-ს მიერ, GeForce 20 სერიის ვიდეოდაფების შემდეგ. GeForce 30 სერია შექმნილია Ampere არქიტექტურაზე, აღჭურვილია Nvidia-ს მეორე თაობის სხივების მიკვლევისა (RT) და მესამე თაობის Tensor ბირთვებით . [1] ერთეულებში ჩაშენებული Nvidia RTX-ის მხარდაჭერით, ვიდეობარათს გააჩნია სხივების მიკვლევის ტექნოლოგია.

ვიდეოდაფები შექმნილია AMD Radeon RX 6000 სერიის ბარათების კონკურენციისთვის. იყოფა საწყის (RTX 3050, RTX 3050ti), საშუალო (RTX 3060), ზედა საშუალო (RTX 3060ti), მაღალ (RTX 3070, RTX 3070 Ti, RTX 308010GB, RTX 3080 12GB) და უმაღლეს კლასებად (RTX 3080 Ti, RTX 3090 და RTX 3090 Ti). NVIDIA-ს ბოლო თაობა, რომელსაც აქვს Windows 7-ისა და 8.x-ის ოფიციალური მხარდაჭერა, რადგან ამ თაობის უახლესი დრაივერები მოითხოვს Windows 10-ს [2]

თავდაპირველად გაყიდვაში ჩაეშვა RTX 3070, RTX 3080 და RTX 3090, მათი მიწოდება დაიწყო 2020 წლის 17 სექტემბერს. [3] [4] 2020–2023 წლებში მიმდინარე ჩიპების გლობალური დეფიციტის დროს, რამაც გაშვებიდან 2022 წლამდე მთლიანი სერიის გლობალური დეფიციტი გამოიწვია.

2022 წელს, კი Nvidia-მ შექმნა 30 სერიის მემკვიდრე, GeForce 40 სერიის ვიდეოდაფები, გაუმჯობესებული Ada Lovelace არქიტექტურითა და ზოგადი მონაცემებით. [5]

გამოშვებისა და ხელმისაწვდომობის საკითხები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

RTX 3080 პირველად გაიყიდა 2020 წლის 17 სექტემბერს. [6] კოვიდ პანდემიის პერიოდში, წინასწარი შეკვეთის ფუნქციონალის არ არსებობამ და გადამყიდველების დიდმა რაოდენობამ, განაპირობა ვიდეობარათის მაღალი მოთხოვნა, რასაც ონლაინ მაღაზიები ვერ აკმაყოფილებდნენ.[7] Newegg - ელექტრონიკის საცალო გაყიდვების მაღაზიამ მთლიანად ამოწურა არსებული მარაგი, როგორც მოსალოდნელი იყო შავი პარასკევისთვის . გრძელი რიგები დადგა ფიზიკურ მაღაზიებში, როგორიცაა Micro Center შეერთებულ შტატებში, [8] და Thirdwave Group [ja] იაპონიაში. [9] Twitter-ის მომხმარებლებმა განაცხადეს, რომ იყენებდნენ ბოტებს დიდი რაოდენობით ვიდეობარათების შესაძენად, შემდგომში უფრო მაღალ ფასად გადასაყიდად. [10]

ვიდეობარათის გაყიდვების დაწყებიდან მეორე დღეს Nvidia-მ ბოდიში მოიხადა, საკუთარი ონლაინ მაღაზიის უმალვე გათიშვისთვის, რაც ვებ-გვერდის მაღალმა ტრაფიკმა გამოიწვია.[11] 2 ოქტომბერს, ხელმისაწვდომობის გარანტირებისთვის Nvidia-მ ორი კვირით გადადო RTX 3070-ის გაყიდვაში ჩაშვება. [12] 5 ოქტომბერს Nvidia-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ჯენსენ ჰუანგმა მარაგის დეფიციტის გამო, მიწოდების შეფერხებაზე ისაუბრა და ივარაუდა, რომ ის გაგრძელდებოდა 2021 წლამდე. [13] 9 ოქტომბერს კომპანიამ გამოაცხადა, რომ შეერთებულ შტატებში Founder's Edition-ის ყველა გრაფიკული ბარათი დროებით გაიყიდებოდა Best Buy-ის საშუალებით, ამ პერიოდში, კი ოფიციალური ონლაინ მაღაზია განახლდებორა ვებ გვერდის შესაძლებლობების გასაუმჯობესებლად. [14] [15] [16] დეკემბერში Nvidia-მ კომპონენტების მუდმივ დეფიციტში, Samsung-ის ნახევრად გამტარების დეფიციტი და სხვა ფაქტორები დაადანაშაულა.[17]

RTX 30 სერიის ვიდეობარათების დეფიციტი გრძელდებოდა მისი გამოშვების დღიდან 2021 წლამდე.[18] კრიპტომომპოვებლების მიერ ვიდეობარათების შესყიდვის შემცირების მიზნით, Nvidia-მ თებერვალში RTX 3060-ს შესძინა ახალი ფუნქციონალი, რომლიც Etherium კრიპტოვალუტის აღმოჩენის შემთხვევაში ანახევრებდა ჰეშირების, და შესაბამისად ვალუტის, მოპოვების სიჩქარეს. [19] ფუნქციონალის დამატებიდან, უმალვე შემთხვევით გამოუშვეს დრაივერის განახლება, რამაც გამორთო ის. [20] მარტში TechRadar-ის განცხადებით, მარაგის დეფიციტი შეიძლება გაგრძელებულიყო წლის მესამე კვარტალამდე, რაშიც ნაწილობრივ ადანაშაულებდა გლობალურ GDDR6 მეხსიერების დეფიციტსა და ბარათების კრიპტომომპოვებლების მიერ შესყიდვას.[21] აპრილში ჰონგ კონგის საბაჟო და აქციზმა აღმოაჩინა 300 არავიდეო კრიპტომომპოვებელი ბარათი. [22]

2021 წლის 18 მაისს Nvidia-მ ოფიციალურად გამოუშვა ახალი RTX 3080, RTX 3070, RTX 3060 Ti ლიმიტირებული ჰეშირების სიჩქარით (LHR) SKU, რაც ზღუდავს Ethash მოპოვების ჰეშის სიხშირეს. [23]

მათ 3 ივნისს RTX 3080 Ti, ხოლო ერთი კვირის შემდეგ RTX 3070 Ti დაემატათ. იგივე კრიპტოვალუტის შემზღუდავი ფუნქციონალით. [24]

(ბარათების მოთხოვნის დაკმაყოფილების არაერთი მცდელობა გამოვლინდა, მათ შორისაა EVGA, შექმნა სისტემა ხალხის მიწოდების რიგში დასაყენებლად; ბარათების სწრაფი ამოყიდვისა და მოლოდინის დროის შესამცირებლად. [25]

Gigabyte RTX 3090 ვიდეობარათი

Founders ვერსიის გარდა, არსებობს Nvidia-ს პარტნიორი კომპანიების წარმოებული ვიდეობარათებიც. მათ მიერ შექმნილი ვიდეობარათების ვარიანტის გრაფიკული ჩიპები აღებულია Nvidia-სგან, და შეცვლილია კომპანიის მოთხოვნილებების მიხედვით. ამგვარ ცვლილებებში შედის: ციკლის სიხშირე, გაგრილება, შემაერთებლები და ზოგადი ესთეტიკა. ცვლილებების გამო ეს ბარათები უკეთესი წარმადობით გამოირჩევიან, მაგრამ გამოყოფენ მეტ სითბოს და მოიხმარენ შედარებით მეტ ელექტრო ენერგიას. Nvidia-ს პარტნიორი, ვიდეობარეთების მწარმოებელი კომპანიებია: Gigabyte, MSI, ZOTAC, Asus, EVGA, INNO3D. [26]

(Nvidia-მ 2020 წლის 11 იანვარს ოფიციალურად გამოუშვა GeForce RTX 3080 12GB, 2022 წლის 27 იანვარს, კი GeForce RTX 3050 პერსონალური კომპიუტერების ვერსია. აქამდე RTX 3050, RTX 3050 Ti-თან ერთად, მხოლოდ ლეპტოპებისთვის იწარმოებოდა. ამ უკანასკნელს ჯერ კიდევ არ აქვს დესკტოპის ვარიანტი. საბოლოოდ 2022 წლის 29 მარტს GeForce RTX 3090 Ti-ის გაყიდვები დაიწყეს.

დეტალები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ამპერის არქიტექტურა მოიცავს შემდეგ მახასიათებლებს:

  • CUDA გამოთვლის შესაძლებლობა 8.6 [27]
  • Samsung 8nm 8N პროცესი ( შექმნილია პირადად NVIDIA-სთვის) [28]
  • გაორმაგდა FP32 წარმადობა თითო გამოთვლით მულტიპროცესორზე (Ampere გრაფიკულ ერთეულზე)
  • მესამე თაობის ტენსორის ბირთვები FP16, bfloat16, TensorFloat-32 (TF32) და მწირი აჩქარებით
  • მეორე თაობის სხივთა მიკვლევის ბირთვები, სხივების მიკვლევისა და დაჩრდილვის რეალურ დროში გამოსათვლელად.
  • GDDR6X მეხსიერების მხარდაჭერა (RTX 3060Ti GDDR6X ვერსია, RTX 3070 Ti, RTX 3080, RTX 3080 12GB, RTX 3080 Ti, RTX 3090, RTX 3090 Ti)
  • PCI Express 4.0
  • NVLink 3.0 (RTX 3090, RTX 3090 Ti)
  • HDMI 2.1 FRL6-ის მხარდაჭერით 48გეგაბიტი/წმ გადაცემის სიჩქარით [29]
  • PureVideo ფუნქციების ნაკრები ვიდეოს გაშიფვრისთვის AV1 აპარატურის გამშიფვრელით [30]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ცნობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. NVIDIA GeForce RTX 30 Series GPUs Powered by Ampere Architecture en-us. ციტირების თარიღი: 2020-09-02
  2. Support Plan for Windows 7 and Windows 8/8.1 | NVIDIA. ციტირების თარიღი: November 25, 2021
  3. Newsroom, NVIDIA. NVIDIA Delivers Greatest-Ever Generational Leap with GeForce RTX 30 Series GPUs.
  4. GeForce Special Event.
  5. NVIDIA Delivers Quantum Leap in Performance, Introduces New Era of Neural Rendering With GeForce RTX 40 Series | NVIDIA Newsroom (September 20, 2022).
  6. D'Anastasio, Cecilia (November 13, 2023). „Desperate Gamers Camp Out in the Pandemic for $700 GPUs“. Wired.
  7. Ridley, Jacob. (September 24, 2020) Here's the latest on RTX 3080 stock, according to retailers and manufacturers.
  8. Freedman, Andrew. (September 17, 2020) Nvidia, Newegg Address Nearly Non-Existent RTX 3080 Availability.
  9. 株式会社インプレス. (2020-09-18) GeForce RTX 3080の夜間販売に自作PCファン集結、120名以上の人で賑わうドスパラにはキャンセル分を求める行列も.
  10. Kan, Michael. (September 17, 2020) How a Bot Bought Dozens of RTX 3080 Units Before Consumers Could Grab Them.
  11. NVIDIA issues a statement on GeForce RTX 3080 going immediately out of stock (September 17, 2020).
  12. GeForce RTX 3070 Availability Update.
  13. Nvidia CEO anticipates supply shortages for the RTX 3080 and 3090 to last until 2021 (2020-10-05).
  14. NVIDIA Store Update, GeForce RTX 3080 and RTX 3090 Founders Edition.
  15. Nvidia admits defeat with RTX 3080 and 3090 Founders Edition stock, passes baton to Best Buy (October 10, 2020).
  16. NVIDIA GeForce RTX 30 series Founders Edition locked to Best Buy in US (2020-10-11).
  17. NVIDIA: Ampere RTX 30 Stock Issues Is not only based on GPU shortages (2020-12-03).
  18. What's Really Going On With Nvidia RTX 30 Series Supply?.
  19. GeForce Is Made for Gaming, CMP Is Made to Mine (2021-02-18).
  20. Did Nvidia just unlock RTX 3060 cryptomining by mistake? (March 15, 2021).
  21. Nvidia RTX 3080 shortage could continue until Q3 (15 March 2021).
  22. Smugglers transported 300 GPUs in a Mission Impossible-style speed boat chase (7 April 2021).
  23. A Further Step to Getting GeForce Cards into the Hands of Gamers (18 May 2021).
  24. Warren, Tom (June 1, 2021). „Nvidia announces new RTX 3080 Ti, priced at $1,199 and launching June 3rd“. The Verge. ციტირების თარიღი: June 16, 2021.
  25. Ridley, Jacob (2020-10-06). „EVGA's new virtual queue will auto-reserve you an Nvidia RTX 3080“. PC Gamer (ინგლისური). ციტირების თარიღი: 2021-09-25.
  26. „Alle | Grafikkarten | Zotac Dach“. Zotac (გერმანული). 21 January 2022. ციტირების თარიღი: January 21, 2022.
  27. I.7. Compute Capability 8.x en-us. ციტირების თარიღი: September 23, 2020
  28. Ampere GA102 GPU Architecture Whitepaper v2.1 en-US. ციტირების თარიღი: February 26, 2021
  29. HDMI 2.1, the New Standard for TVS, is Supported by GeForce RTX 30 Series GPUs.
  30. GeForce RTX 30 Series GPUs: Ushering In A New Era of Video Content With AV1 Decode.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]