Flexity Outlook (Toronto LRV)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბრიუსელის Flexity Outlook

ეს არის ტრამვაის სპეციფიური მოდელი, რომელიც ტორონტოსთვის შეიქმნა. ტორონტოს ტრანსპორტის სამმართველო მოძველებული CLRV და ALRV ასეთი ვაგონებით ჩანაცვლებას აპირებს.

ისტორია[რედაქტირება]

ტორონტოს ტრამვაის მოძრავმა შემადგენლობამ თავისი საექსპლუატაციო რესურსი ამოწურა, ამიტომ ტორონტოს ტრანსპორტის სამმართველომ პარკის განახლება გადაწყვიტა და 2009 წელს არჩევანი Bombardier Flexity Outlook–ზე შეაჩერა. კონტრაქტი Bombardier–თან 2009 წლის ივნისში გაფორმდა. ახალი ვაგონები ექსპლუატაციაში 2012 წელს შევა.

კონსტრუქცია[რედაქტირება]

ჯერ–ჯერობით ამ ვაგონის თავისებურებები გამოკვეთილი არაა (ჯერ არ აგებულა). სავარაუდოდ ის Flexity Outlook Cityrunner–ის მსგავსი იქნება, მაგრამ მასში გათვალისწინებული იქნება ტორონტოს ქსელის განსაკუთრებული მოთხოვნები. მისი ლიანდაგის სიგანე არ იქნება სტანდარტული და ასევე ვაგონი მორგებული იქნება მცირერადიუსიან მოსახვევებზე. ისCLRV–ზე ორჯერ გრძელია, 5 ნაკვეთურიანი.