FTSE 100

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

FTSE 100 (Financial Times Stock Exchange Index, არაფორალურად Footsie) — ლონდონის საფონდო ბირჟის წამყვანი ინდექსი. ანგარიშდება დამოუკიდებელი კომპანია FTSE Group-ის მიერ, რომელსაც ერთობლივად ფლობენ გაზეთი Financial Times და ლონდონის საფონდო ბირჟა.[1]

მისი გაანგარიშება დაიწყო 1984 წლის 3 იანვრიდან 1000 პუნქტის დონიდან. თავის რეკორდულ ნიშნულს - 6950,6 პუნქტს მიაღწია 1999 წლის 30 დეკემბერს.[2]

ინდექსის კომპონენტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2021 წლის თებერვალში სამრეწველო საქონლისა და მომსახურების სექტორი იყო ყველაზე მსხვილი ინდექსში წონით 11,5%, მას მისდევდა ფინანსური სექტორი 11,3%-ით და მესამე ადგილზე ჯანდაცვის სექტორი 9,9%-ით.[3] ინდექსის ყველა მონაწილის საერთო საბაზრო კაპიტალიზაციაში 10 უმსხვილეს კომპანიას ჰქონდა 41% ჯამური წონა.

შერჩევის კრიტერიუმები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კომპანიები, რომელთა აქციები მიიღება მხედველობაში FTSE 100 ინდექსის გაანგარიშებისას, უნდა აკმაყოფილებდნენ FTSE Group-ის მიერ წარდგენილ პირობებს:[4]

  • შედიოდეს ლონდონის საფონდო ბირჟის ნუსხაში,
  • FTSE 100 ინდექსის აქციების ღირებულება უნდა იყოს გამოხატული ფუტებსა ან ევროში,
  • გაიარონ გარკვეულ სახელმწიფოსთან კუთვნილების ტესტი,
  • აქციები უნდა იმყოფებოდეს თავისუფალ მიმოქცევაში და იყოს მაღალ ლიკვიდური.

ინდექსი გადაიხედება ყოველ კვარტალურად, მარტის, ივნისის, სექტემბრისა და დეკემბრის პირველ პარასკევს.[5]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Financial Times Stock Exchange Group (FTSE). investopedia.com. ციტირების თარიღი: 2022 წლის 4 მარტი.
  2. Why the FTSE 100 has hit a record high. theguardian.com. ციტირების თარიღი: 2022 წლის 4 მარტი.
  3. Trading Indices. comparebrokers.co. ციტირების თარიღი: 2022 წლის 4 მარტი.
  4. FTSE Indices. corporatefinanceinstitute.com. ციტირების თარიღი: 2022 წლის 4 მარტი.
  5. MiniFutures FTSE 100. borsaitaliana.it. ციტირების თარიღი: 2022 წლის 4 მარტი.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=FTSE_100&oldid=4337693“-დან