F-14

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
STOP nuvola.svg
ეს თარგი აღარ გამოიყენება. გთხოვთ იხილოთ თარგი:ინფოდაფა თვითმფრინავი ტიპი ახალი სტანდარტების შესაბამისად.
ფ-14
F-14 Tomcat VF-24.jpg
ფუნქცია მრავალფუნქციური გამანადგურებელ-ბომდამშენი
შემქმნელი NORTHROP GRUMMAN
ექსპლუატაციის დასასრული 2005
სტატუსი აქტიურ სერვისზე

F-14 — ამერიკული გამანადგურებელ ბომდამშენი რომელიც შეიქმნა Ту-16-ის საწინააღმდეგოთ

ისტორია[რედაქტირება]

გასული საუკუნის 60–იან წლებში საბჭოთა კავშირის სამხედრო–საჰაერო ფლოტის შეიარაღებაში შორი მოქმედების ფრთიანი რაკეტებით აღჭურვილი ბომბდამშენი–რაკეტმზიდი Ту-16–ები გამოჩნდნენ, აშშ–ის სამხედრო–საზღვაო ძალებს ახალი გზაგადამჭრელი დასჭირდა. ამერიკულმა ფლოტმა არქაული კონსტრუქციისა და ვიწრო სპეციალიზაციის გამო უარი თქვა F-6D-ზე, ასევე F-111-ზე, მისი ძალზე დიდი ზომის გამო, რაც ანგარში საკმაო რაოდენობის თვითმფრინავების განთავსების საშუალებას არ იძლეოდა. 1966 წელს ფირმა GRUMMAN-მა(ის ჯერ კიდევ არ იყო NORTHROP GRUMMAN-ის შემადგენლობაში) დაიწყო ზებგერითი გამანადგურებლის პროექტირება, რომელიც აღჭურვილი იქნებოდა შორსმსროლელი "ჰაერი–ჰაერი" კლასის რაკეტებით.

ახალ თვითმფრინავს ცვლადი ისრისებული ფრთით, TOMCAT-ი უწოდეს–"გრუმანისთვის" ტრადიციული მანქანა "კატები" ადმირალ ტომ კონოლის სახელთან გააერთიანეს. "ბიძია ტომის კატამ" პირველი გაფრენა 1970 წლის 21 დეკემბერს შეასრულა, ორი ჭლის შემდეგ კი, 1972 წლის 31 დეკემბერს, ფლოტს პირველი სერიული გამანადგურებელი გადასცეს. სხვადასხვა მოდიფიკაციის F-14-ების სერიული წარმოება 1989 წლამდე გრძელდებოდა და სულ ფლოტმა 600–ზე მეტი ამ ტიპის მანქანა მიიღო.

F-14–ს საუცხოო მახასიათებლები ჰქონდა – F-14A –ზე "დროებითი ვარიანტის" სახით დაყენებული TF30-414A ძრავები აშკარად სუსტი და არასაიმედო იყოიყო ტრადიუციული ზებგერითი მანქანისთვის, რამაც უამრავი კატასტროფა გამოიწვია, მაგრამ, როგორც ცნობილია არაფერია ისე როგორც დროებითი– თვითმფრინავი F-14A. F-110–ის ახალი ძრავებით სერიულ წარმოებაში "ტომკეტის" პირველი გაფრენიდან 17 წლის შემდეგ ჩაუშვეს, 1987 წელს.

ყველაზე სრულყოფილი კატა F-14D FEET DEFENDER-ი გამოდგა. აზალი ძრავების გარდა, მას მოდერნიზებული ელექტრონიკა ჰქონდა, მაგრამ ძალზე ცოტა გაკეთდა– სულ 32 ცალი ახალი და კიდევ 18 ერთეული F-14A–დან გადაკეთებული იყო.

მიუხედავად ნაკლოვანებებისა, მფრინავებს უყვარდათ F-14ფრენის სიშორისა და მზლავრი შეიარაღების გამო – რადარი AN\AWG-9 რაკეტა AIM-54 PHOENIX-ებთან ერთდროულად ოთხი სამიზნის დალაშქვრის საშუალებას იძლეოდა (F-14D-ექვსის) ას კილომეტრზე მეტი დისტანციიდან. 2005–06 წლებში F-14–ის ყველა მოდიფიკაცია მოიხსნა აშშ–ის სამხედრო–საზღვაო ძალების შეიარაღებიდან.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=F-14&oldid=2384434“-დან