ჰესპერორნისები

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჰესპერორნისის ჩონჩხის კონსტრუქცია

ჰესპერორნისები (Hesperornithiformes), ამომწყდარი კბილიანი დიდტანიანი ფრინველების რიგი. ცხოვრობდნენ ცარცულ პერიოდში (80-90 მლნ. წლის წინ). აერთიანებს 2 გვარის (Hesperornis და Hargeria) 4 სახეობას, ნაპოვნია კაზნასში (აშშ). შესაძლოა ამავე რიგს ეკუთვნოდეს კიდევ 3 გვარის (Enaliornis, Neogaeornis, Baptornis) 4 სახეობა. ჰესპერორნისები უძველესი ფრინველები არიან პროტოავისისა და არქეოპტერიქსის შემდეგ. კარგად ცურავდნენ და ყვინთავდნენ, ფრთები ჩანასახოვან სტადიაში ჰქონდათ. გარეგნულად თანამედროვე ღორიხვებს ჰგავდნენ.