ჰაჩიკო

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჰაჩიკო

ჰაჩიკო (დ. 1923 10 ნოემბერი — გ. 1935 8 მარტი) — იაპონურად ცნობილია როგორც 忠犬ハチ公 ანუ ერთგული ძაღლი ჰაჩიკო. აკიტას ჯიშის ძაღლი, რომელმაც თავი პატრონების განსაკუთრებული ერთგულებით გამოიჩინა.

ცხოვრება[რედაქტირება]

ჰაჩიკო დაიბადა 10 ნოემბერს 1923 წელს იაპონიაში, პრეფექტურა აკიტაში. ფერმერმა გადაწყვიტა ეჩუქებინა ლეკვი თავის ძველ მასწავლებელს, პროფესორ ჰიდესაბურო უენოსთვის, რომელიც მუშაობდა ტოკიოს უნივერსიტეტში. მას ძალიან უყვარდა ძაღლები, იგი უპირატესობას აძლევდა დიდ ძაღლებს. პროფესორმა ლეკვს დაარქვა სახელი „ჰაჩი” (რაც იაპონურად ნიშნავს რვას), იმიტომ რომ ეს იყო მისი მერვე ძაღლი.

როცა ჰაჩი გაიზარდა, იგი ყველგან და ყოველთვის დაყვებოდა თავის პატრონს. პროფესორი ყოველდღე დადიოდა სამსახურში, ამიტომ ჰაჩი აცილებდა მას სიბუიას სადგურის შესასვლელამდე, ხოლო შემდეგ, დღის 3 საათისათვის ისევ სადგურზე ხვდებოდა.

21 მაისს 1925 წელს პროფესორს უნივერსიტეტში დაემართა ინფარქტი. ექიმებდა ვეღარ შეძლეს მისი გადარჩენა და სახლში ის უკვე აღარ დაბრუნებულა. ჰაჩი ამ მომენტისათვის 18 თვის იყო. იმ დღეს ჰაჩი ტყუილად ელოდებოდა პროფესორს სადგურზე. იმ დღიდან მოყოლებული, ჰაჩი ყოველდღე ელოდებოდა თავის პატრონს სადგურზე გვიან საღამომდე.

მიუხედავად იმისა რომ ცდილობდნენ ჰაჩის მიბარებას პროფესორის ნათესავებზე, ჰაჩი მაინც ბრუნდებოდა სადგურზე. ადგილობრივი მოვაჭრეები და რკინიგზის მუშები აძლევდნენ ჰაჩის საჭმელს, აღფრთოვანებულები მისი სიჯიუტით და უყურებდნენ რომ ძაღლი არავის გაებრაზებინა.

მალე ძაღლმა გაითქვა სახელი მთელ იაპონიაში 1932 წელს, იმის მერე რაც გამოსცეს ერთ–ერთ ცნობილ გაზეთში სტატია „ერთგული ძაღლი ელოდება დაბრუნებას მისი პატრონის, რომელიც გარდაიცვალა 7 წლის წინ“. ამ ამბავმა დაიპყრო იაპონელების გულები და სიბუიას სადგურისაკენ გამოეშურნენ ცნობისმოყვარე ხალხი იმ მიზნით რათა ენახათ ძაღლი.

ჰაჩი დადიოდა სიბუიას სადგურზე კიდევ 9 წელი, თავის სიცოცხლის ბოლომდე (8 მარტი 1935 წელი). გარდაცვლილი ჰაჩი იპოვეს ქუჩაში, სიბუიას სადგურთან. იგი გარდაიცვალა გულის ფილარიისაგან (გულის ჭიები), ხოლო მის კუჭში აღმოჩენილი იყო იაკიტორის რამდენიმე ჯოხი. ჰაჩის გარდაცვალების ამბავი საკმაოდ მალე მოედო იაპონიას და დიდი რეზონანსი გამოიწვია, რის გამოც ქვეყანაში გამოცხადდა გლოვის დღე. ჰაჩის ძვლები დაასაფლავეს ტოკიოს სასაფლაო აოიამაში მისი პატრონის გვერდით. ხოლო ჰაჩის ტყავისაგან დაამზადეს ფიტული რომელიც დღემდე ინახება ნაციონალურ მუზეუმში.

მალე ჰაჩის ამბავზე გამოსცეს მოთხრობები, საუკეთესო მოთხრობა კი შეიტანეს სკოლის ქრესტომატიაში. გარდაცვალებამდე ერთი წლით ადრე ცნობილმა მექანდაკემ ტერუ ანდომ გააკეთა ძაღლის ქანდაკება ბრინჯაოსგან, ქანდაკება დადგმულ იქნა სიბუიას სადგურთან (21 აპრილი, 1934 წელი) რომლის გახსნისას ჰაჩი თვითონ იღებდა მონაწილეობას. სწორედ მაშინ გაჩნდა პოსტამენტზე წარწერა „ერთგული ძაღლი ჰაჩიკო“. (ჰაჩიკო–მოფერებითი ფორმაა) ქანდაკების ასლი კი ანდომ გადასცა იმპერატორს.

მეორე მსოფლიო ომის დროს ძეგლი განადგურებულ იქნა – მეტალი, რისგანაც ძეგლი შედგებოდა, გამოყენებულ იქნა სამხედროების მიერ. მალევე ამერიკელების მიერ განხორციელებული დაბომბვის დროს დაიღუპა მოქანდაკეც. მაგრამ იაპონამ არ დაივიწყა ჰაჩი – ომის დასრულების შემდეგ კი ძეგლი აღადგინა ტაკესი ანდომ, პირველი ძეგლის მოქანდაკეს შვილმა. თავისივე სიტყვებით, მამის ხელოვნება ზეპირად იცოდა და ქანდაკებას გააკეთებდა დახუჭული თვალებითაც. მაგრამ ახალი ქანდაკება იყო უფრომ პატარა ვიდრე პირვანდელი – 91 სმ. სიმაღლეში 127 სმ.–ს ნაცვლად და 162 სმ. პოსტამენტისათვის 180 სმ–ს ნაცვლად. ქანდაკების გახსნეს 15 აგვისტოს 1948 წელს. დღეს ჰაჩის ძეგლი სადგურ სიბუიასთან, არის შეყვარებულების შეხვედრის ადგილი, ძაღლი იაპონიაში გახდა სიმბოლო უანგარო სიყვარულისა და ერთგულებისა.

„ერთგული ჰაჩი“ს თემას დაუწყეს ექსპლუატირება. უნივერმაგმა „ტოკიუ“ სიბუიას სადგურთან, გახსნა პატარა მაღაზია რომელიც სპეციალიზირდება სუვენირების გაყიდვაზე „ჰაჩიკოსგან“ – რბილი ძაღლი–სათამაშოები და პირსახოცები რომელზეც გამოსახულია ძაღლის თათის ანაბეჭდი.

კიდევ ორი ქანდაკება, ჰაჩიკოს ცხოვრებასთან დაკავშირებული დგას სადგურ ოდატესთან აკიტას პრეფეკტურაში, სადაც დაიბადა ცნობილი ჰაჩი, ხოლო მეორეზე გამოსახულია აკიტა ინუს ლეკვების ჯგუფი და ჰქვია „პატარა ჰაჩიკო და მისი მეგობრები.

მოქმედება კულტურაზე[რედაქტირება]

  • ჰაჩიკოს ამბავზე გადაღებულია ფილმები, 1987 წლის „ჰაჩიკო მონოტაგარი“ (ჰაჩიკოს ამბავი) და მისი რიმეიკი 2009 წლის „ჰაჩიკო: ყველაზე ერთგული მეგობარი“.
  • ჰაჩის ამბავზე მინიშნება არის მულტსერიალ „ფუტურამა“–ს სერიაში „Jurassic Bark“. მასში მთავარი გმირი ფრაი მანამდე სანამ შემთხვევით გაიყინებოდა კრიოგენულ კამერაში 1000 წლით და ამის გამო აღმოჩნდებოდა მომავალში, საჭმელს აჭმევდა უსახლკარო ძაღლს, რომელიც თავისივე სიტყვებით იყო „ერთადერთი მისი მეგობარი“. იმის შემდეგ რაც ფრაი ჩარჩა მომავალში, ძაღლი უცდიდა მთელი თავისი ცხოვრება იმ პიცერიასთან, რომელშიც მუშაობდა ფრაი. ამავე სერიაში ფრაი მოძებნის თავისი ძაღლის ნარჩენებს და ცდილობს მის გაცოცხლებას.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]