ჯუჯულის ხატი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ჯუჯულის ხატი — არქიტექტურული ძეგლი თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჟებოტის აღმოსავლეთით, 1 კილომეტრზე, მთის თხემზე. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს, ეკლესია დარბაზულია, ნაგებია ნატეხი ქვით. შესასვლელი, რომლის გადახურვა ჩამონგრეულია სამხრეთ კედლის დასავლეთ ნაწილიშია. ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე სწორკუთხა სარკმელია, რომლის მარცხნივ სწორკუთხა ნიშია. შემორჩენილია სარკმლის ქვემოთ, კედელზე მიდგმული ტრაპეზისა და კანკელის ფრაგმენტები. აფსიდის თაღი ნახევარწრიული ფორმისაა, ნახევარწრიულია კამარაც. ეკლესიის მახლობლად, რამდენიმე მეტრის მანძილზე, დგას მისივე თანადროული, გეგმით სწორკუთხა ორსართულიანი კოშკი. ისიც ნატეხი ქვითაა ნაგები. კოშკის სწორკუთხა შესასვლელი დასავლეთ კედელში, მიწის დონეზეა გაჭრილი. სართულის დანარჩენი კედლები ყრუა, გადახურულია ტლანქად სხმული კამარით. II სართულის შესასვლელიც დასავლეთ კედელშია, ოდნავ ჩრდილოეთით. კარის გადახურვა ჩამოშლილია. ამ სართულს I სართულის მსგავსი გადახურვა ჰქონდია, შემორჩენილია მცირე ნაწილი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]