ჯული გირლინგი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია


ჯული გირლინგი

ჯული გირლინგი 2014 წელს
რეზიდენცია გლაუკესტერშაირი, ინგლისი
ალმა-მატერი ლივერპულის უნივერსიტეტი
პარტია

განახლების პარტია (2019–2022 წლები), კონსერვატიული პარტია (1992–2017 წლები),

დამოუკიდებელი (2017–2019 წლები)

ჯული გირლინგი (დაბადებული 1956 წლის 21 დეკემბერს) არის ბრიტანელი პოლიტიკოსი, რომელიც მსახურობდა ევროპარლამენტში და წარმოადგენდა სამხრეთ-დასავლეთ ინგლისს 2009-დან 2019 წლამდე. იგი ლიდერობდა განახლების პარტიას 2019-დან 2020 წლამდე.

გირლინგი წარსულში იყო კონსერვატორი, თუმცა 2017 წელს დაითხოვეს პარტიიდან, ხოლო 2018 წლის თებერვალში იგი შეუერთდა ევროპის სახალხო პარტიის ჯგუფს, როგორც უპარტიო კანდიდატი. მან მხარი დაუჭირა პარტიას, სახელწოდებით "შეცვალე გაერთიანებული სამეფო" 2019 წლის აპრილში. 2019 წლის მაისში, გირლინგმა ამომრჩევლებს მოუწოდა მხარი დაეჭირათ ლიბერალ-დემოკრატებისთვის და ივნისში, დაინიშნა განახლების პარტიის დროებით ლიდერად.

ადრეული წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯული გირლინგმა განათლება მიიღო ტვიკენჰემის ოლქის გრამატიკის სკოლაში, ხოლო შემდეგ - ლივერპულის უნივერსიტეტში, რომელიც დაასრულა ისტორიისა და პოლიტიკის ბაკალავრის ხარისხით 1979 წელს. მისი, როგორც კურსდამთავრებულის პირველი სამსახური იყო ფორდ მოტორსის კომპანიაში სტაჟირება 1979-დან 1982 წლამდე. მოგვიანებით, მან გამყიდველის პოზიციაზე გაატარა 6 წელიწადი, ხოლო 1988 წელს გახდა მარკეტინგის მენეჯერი. გარკვეული პერიოდი, იგი იკავებდა მსგავს პოზიციებს სხვადასხვა კომპანიაში, რასაც თავი მიანება 1993 წელს. 1995-დან 2009 წლამდე იგი თავისუფალი გრაფიკით მუშაობდა ტრენერის ამპლუით.[1]

ჯული გირლინგი დაქორწინდა უორენ გლინ გირლინგზე 1981 წელს. წყვილს ჰყავს ერთი ვაჟი.

პოლიტიკური კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯული გირლინგი იყო კოსტვოლდის რაიონის საბჭოს კონსერვატორი წევრი 1999-დან 2009 წლამდე, რომელსაც ლიდერობდა 2003-დან 2006 წლამდე. ასევე, იგი ირიცხებოდა გლაუკესტერშაირის ოლქის საბჭოში 2000-დან 2009 წლამდე, სადაც შეძლო დაწინაურება და გახდა გარემოს საკითხებში კაბინეტის წევრი. მან დატოვა ორივე ადგილობრივი ლიდერის პოზიცია, რათა მიეღო მონაწილეობა ევროპარლამენტის არჩევნებში 2009 წელს,[2] სადაც იგი აირჩიეს სამხრეთ-დასავლეთ ინგლისის წარმომადგენლად ევროპარლამენტში.

გირლინგი და მისი კოლეგა პარლამენტარი რიჩარდ ეშვორთი კონსერვატიული პარტიიდან დაითხოვეს. ისინი მკაცრად გააკრიტიკეს 2017 წლის 7 ოქტომბერს როდესაც ორივე მათგანმა მხარი დაუჭირა სტრასბურგში კენჭისყრას, რადგან არავითარი პროგრესი არ იყო მიღწეული ბრექსიტის მოლაპარაკებების პირველ ეტაპზე. მოლაპარაკებების მიზანი იყო დისკუსიის გადასვლა სავაჭრო-შეთანხმების ფაზაზე; თუმცა, გირლინგი და ეშვორთი დარჩნენ ევროპული კონსერვატორებისა და რეფორმისტების რიგების საპარლამენტო ჯგუფში.[3][4] 2018 წლის 28 თებერვალს, ორივე პარლამენტარმა დატოვა ჯგუფი, რათა შეერთებოდა ევროპული ხალხის პარტიის ჯგუფს.[5]

2019 წლის 16 აპრილს, ცნობილი გახდა, რომ ორივე, გირლინგი და ეშვორთი შეუერთდნენ "შეცვალე გაერთიანებული სამეფოს" პარტიას. გირლინგმა თქვა, რომ "აპირებდა თავისი ფართო გამოცდილება გამოეყენებინა გაერთიანებული სამეფოს გუნდის შესაცვლელად".[6] თუმცა, 10 მაისს, გირლინგმა, სამხრეთ-დასავლეთში დარჩენილი მხარდამჭერები, 2019 წლის ევროსაპარლამენტო არჩევნებში ლიბერალ-დემოკრატებისთვის ხმის მისაცემად წაახალისა და, ამასთანავე, ამბობდა, რომ "ისინი წარმოადგენდნენ ერთადერთ ჭეშმარიტად ლიდერ პარტიას სამხრეთ-დასავლეთში".[7] მოგვიანებით, გირლინგმა და "შეცვალე გაერთიანებულმა სამეფომ" გააკეთეს ერთობლივი განცხადება, სადაც აღნიშნეს, რომ გირლინგი არასდროს ყოფილა კანდიდატი პარლამენტში.[8] გირლინგს აღარ მიუღია არჩევნებში მონაწილეობა 2019 წელს.

2019 წლის 7 ივნისს, იგი გახდა განახლების პარტიის დროებითი ლიდერი.[9]

2019 წლის 18 ნოემბერს, განახლების პარტიის ლიდერობასთან ერთად, იგი 4 მცირე პარტიის წარმომადგენელს შორის ერთ-ერთი იყო, რომელმაც მონაწილეობა მიიღო 2019 წლის საყოველთაო არჩევნების წინ "ელ-ბი-სი რადიოს" დებატებში; დებატებს თავმჯდომარეობდა ეინ დეილი.[10]

გირლინგმა გაამხილა საკუთარი განზრახვა იმის შესახებ, რომ აღარ სურდა ლიდერის როლის ტარება 2020 წლის ივლისში. მისი მემკვიდრე გახდა ჯეიმზ კლერკი 2020 წლის 7 ივლისს.[11]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 'GIRLING, Julie McCulloch', in Who's Who 2014 (London: A. & C. Black, 2014); online edition by Oxford University Press, December 2013, accessed 17 January 2014.
  2. Former Council leader Cllr Julie Girling resigns from CDC | Cotswold News. ციტირების თარიღი: 17 June 2009
  3. „Whip withdrawn from Tory MEPs who voted to block Brexit progress“. The Guardian. 7 October 2017. დაარქივებულია ორიგინალიდან — 21 September 2019. ციტირების თარიღი: 6 October 2019.
  4. „May's party suspends two EU lawmakers over Brexit vote“. Reuters (ინგლისური). 2017-10-07. დაარქივებულია ორიგინალიდან — 16 April 2019. ციტირების თარიღი: 2018-03-04.
  5. „Two MEPs elected as Tories defect to join Jean-Claude Juncker's parliamentary group“. The Independent (ინგლისური). 2018-02-28. დაარქივებულია ორიგინალიდან — 8 April 2018. ციტირების თარიღი: 2018-03-04.
  6. „Change UK party approved for European elections“. BBC News. 16 April 2019. დაარქივებულია ორიგინალიდან — 16 April 2019. ციტირების თარიღი: 16 April 2019.
  7. Schofield, Kevin (10 May 2019). „Change UK MEP urges voters to back Lib Dems in European elections“. PoliticsHome. დაარქივებულია ორიგინალიდან — 10 May 2019. ციტირების თარიღი: 10 May 2019.
  8. Kevin Schofield [PolhomeEditor]. (10 May 2019) Change UK say she's never been a member or one of their MEPs, as she confirmed to Adam..
  9. RenewParty. (7 June 2019) We are delighted that @juliegirling will be stepping in as interim leader..
  10. Cross Question with Iain Dale: Minor Parties Debate (18 November 2019). ციტირების თარიღი: 30 November 2019.
  11. Renew Announces Leadership Changes. დაარქივებულია ორიგინალიდან — 26 იანვარი 2021. ციტირების თარიღი: 9 March 2021.