ჯინჭვისის დავით აღმაშენებლის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ჯინჭვისის დავით აღმაშენებლის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯინჭვისში, მდინარე რიონის მარჯვენა ნაპირზე, სოფლის დასავლეთით.

აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯინჭვისის დავით აღმაშენებლის ეკლესია დარბაზული ტიპის ნაგებობაა, ორფერდა გადახურვით, რომელშიც გამოყენებულია მეტალოპლასტმასის კრამიტი. ტაძარი გარედან მოპირკეთებულია აგურის წყობით. სარკმლისა და კარების ჩარჩოები ამოყვანილია მარმარილოს დამუშავებული ქვებით. ეკლესიას ერთსაფეხურიანი ცოკოლი შემოუყვება, რომელიც მონაცრისფრო ბაზალტის ქვის ფილებითაა მოპირკეთებული. ეკლესიაში შესასვლელი კარი დასავლეთ სამხრეთ კედელშია გაჭრილი. შიდა სივრცე ნათდება დასავლეთ, სამხრეთ და აღმოსავლეთ ფასადზე დატანილია თითო-თითო სარკმლით. ჩრდილოეთის კედელი მთლიანად ყრუა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 16630