ჯაკოვოს წმინდა პეტრეს ტაძარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ჯაკოვოს წმინდა პეტრეს ტაძარი — კათოლიკური ეკლესია ქალაქ ჯაკოვოში, ხორვატია. ჯაკოვო-ოსიეკის სამთავარეპისკოპოსოს საკათედრო ტაძარი. იგი არის ხორვატიის შვიდი ტაძრიდან ერთ-ერთი, რომელიც ატარებს მცირე ბაზილიკის სტატუსს.

ტაძარი ააგეს 1866-1882 წლებში. მშენებლობის ინიციატორი იყო იოსიპ შტროსმაიერი, ხორვატიის „ერის მამად“ წოდებული მთავარეპისკოპოსი. ტაძრის არქიტექტორები იყვნენ ავსტრიელი კარლ რიოზნერი და ფრიდრიხ ფონ შმიდტი. განეკუთვნება არქიტექტურის ნეოგოთიკურ სტილს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]