ხუცისა (ხატი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ხილანდარის მონასტრის ტაძარში ეს ხატი მარცხენა კლიროსის სვეტთანაა მოთავსებული. ოდესღაც, ერეტიკოსმა მღვდელმა თავი მართლმადიდებლად წარმოიდგინა და უკეთური ზრახვებით მივიდა ხილანდარის მონასტერში, მაგრამ იგი დაისაჯა: ლიტანიის დროს, როდესაც მას ეს ხატი ეპყრა ხელთ, უცაბედად დაიხრჩო. ამის შემდეგ ლიტანია ყოველთვის ამ ხატით აღესრულება და მას აუცილებლად ღვთისმსახური მიაბრძანებს, სწორედ ამიტომ სერბები სასწაულმოქმედ ხატს ”ხუცისას” უწოდებენ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ”ღვთისმშობლის მიწიერი ცხოვრება და მისი სასწაულმოქმედი ხატების ისტორია”. გვ. 104. თბილისი 2001 წ.